მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იაგო ხვიჩია: კახა კუკავასთან ერთადაც მომიწევია მარიხუანა

იაგო ხვიჩია

„კახა კუკავასთან ერთადაც მომიწევია მარიხუანა.“ - პოლიტიკური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია კახა კუკავას განცხადებაზე.

ხვიჩიას თქმით, კუკავას მხრიდან ამის წამოძახება არასწორია, მაშინ, როცა ერთად აქვთ მარიხუანა მოწეული.

„მაშინ ჩვენიანი იყო, როცა ერთად ეწეოდით, შეთანხმებულები ვიყავით, რომ მიშას თამაში არ გვინდოდა, ის საჯაროდაც აფიქსირებდა ამას.“ - აცხადებს ხვიჩია.

ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რატომ გადავიდა კუკავა სააკაშვილის მხარეს, ხვიჩია შემდეგი სიტყვებით პასუხობს:

„არ ვიცი მიშა როგორ აჯადოებს ადამიანებს.“

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ნიშნავდა თუ არა ოპოზიციის შეკრებიდან გამოსვლა ოპოზიციური ერთობიდან გამოსვლასაც, ხვიჩია პასუხობს, რომ იქ ოპოზიციის ერთობა კი არა, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ ერთობა იყო, რომლის წევრიც ის არასოდეს ყოფილა.

ხვიჩია აღნიშნავს, რომ „გირჩი“ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე ახლო მეგობარი, თუმცა პროპორციული არჩევნების საკითხზე მათი ინტერესები გაიყო.

„გადაგვაგდო პროპორციულ არჩევნებზე და გვემუქრება.“ - განმარტავს ხვიჩია.

შეკითხვაზე, ჩავიდოდა თუ არა სააკაშვილის შესახვედრად კიევში, ხვიჩია პასუხობს:

„მიშასთან ლაპარაკისთვის კიევში ჩასვლა მეზარება, „ზუმი“ რისთვის არსებობს.“

ინფორმაციისთვის, პარტია „თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე კახა კუკავამ ოპოზიციის გაერთიანებული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი შეხვედრაზე „დაბოლილები“ მივიდნენ.

აგრეთვე იხილეთ:

„დღეს ორივე დაბოლილი იყო მოსული“ - კახა კუკავა იაგო ხვიჩიასა და ვახტანგ მეგრელიშვილზე