მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იაგო ხვიჩია: ოპოზიცია უნდა შეთანხმდეს, რას ვაკეთებთ მაშინ, თუ ხალხი თავად მოითხოვს პროტესტს

გირჩი იაგო ხვიჩია

„თუ საქმე დგას ისე, „გირჩისთვის“ არსებობს თუ არა საინტერესო საკითხები, კი, ჩვენ გვქონდა საინტერესო წინადადებები, რისი განხილვისთვისაც შევდიოდით პარლამენტში“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ სატელევიზიო ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ოპოზიცია შეთანხმდეს, რას მოიმოქმედებს, თუ ერთპარტიული პარლამენტის შეკრების შემდეგ ხახლის ძალიან დიდი პროტესტი იქნება.

„ხალხი მიხვდა, რომ ერთპარტიული პარლამენტია და ჩატარდა არჩევნები, სადაც მოსახლეობის ნახევრის ნება არ არის გამოხატული. იმ შემთხვევაში, თუ ხალხი თვითონ მიხვდება, რომ ერთპარტიული პარლამენტი მონობაში ცხოვრებაა და გამოსავალი მხოლოd ისაა, რომ როცა მოვახერხებთ აჯანყებას, მოვახერხებთ. მაინტერესებს ოპოზიციისგან ამ დროს როგორ ვთანამშრომლობთ და როგორ ვურთიერთობთ მასთან“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

როგორც მან განმარტა, ოპოზიციას ის დარჩენია, რომ დროებით არ მიმართოს აქტიურ პროტესტს, რადგან მოქალაქეებში წინააღმდეგობა თავისით გაჩნდება.

👉 ინფორმაციისთვის, მთელი ოპოზიციური სპექტრი 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ ცნობს და აცხადებს, რომ ის გაყალბებულია.

👉 ყველა პარტიამ, რომელმაც 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

👉21 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ცესკოს წინასწარი მონაცემების თანახმად, 17-ვე მაჟორიტარულ ოლქში პარტია „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა და ის პარლამენტში 90 მანდატით იქნება წარმოდგენილი.