მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იაგო ხვიჩია: პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს ცვლილებებს საბჭოთა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში

გირჩის წევრი 2020

„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს. ამაზე ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილს, როგორც პოლიტიკური მოლაპარაკების მონაწილეს, ამის ვალდებულება აქვს.

„პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთების საწინააღმდეგოდ მიღებულ ცვლილებებს საბჭოთა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.

მას, როგორც მოლაპარაკების მონაწილეს და მასპინძელს, ამის მორალური უფლებაც აქვს და ვალდებულებაც“, - წერს იაგო ხვიჩია.

ინფორმაციისთვის, 29 აპრილს პარლამენტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სამი მუხლის გამკაცრებას დაუჭირეს მხარი.

კოდექსის ცვლილებას გამოეხმაურა აშშ-ს საელჩოც. მათ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ იმედგაცრუებულები არიან ქართული ოცნების მიერ ხსენებული ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო.

იხილეთ აგრეთვე:

აშშ-ის საელჩო: ძალიან იმედგაცრუებული ვართ მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო