მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იან კელი მოსამართლეების დანიშვნაზე: კიდევ ერთი ნაბიჯი ერთპარტიული მმართველობისკენ

ყოფილი ელჩი

საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი, იან კელი უზენაეს სასამართლოში 6 მოსამართლის დანიშვნას ტვიტერზე ეხმაურება.

„აშშ-მ მილიარდები დახარჯა ქართული დემოკრატიის მხარდასაჭერად. ეს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი ნაბიჯით დაშორება დასავლურ დემოკრატიასთან და გადადგმული ერთპარტიული მმართველობისკენ. ქართულმა ოცნებამ ახლავე უნდა შეწყვიტოს ეს მცდელობები“, - წერს ტვიტერზე საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი, იან კელი.

ინფორმაციისთვის, 12 ივლისს მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტის ფონზე პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები უვადოდ დაამტკიცა.

დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს შემდეგი კანდიდატების დანიშვნას: გოჩა აბუსერიძე; გიორგი გოგიაშვილი; ლევან თევზაძე; რევაზ ნადარაია; ლაშა კოჩიაშვილი; ბიძინა სტურუა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „აშშ ღრმად არის შეწუხებული საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების დამტკიცების გამო“- ენტონი ბლინკენი

👉 აშშ-ის საელჩო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ განცხადებას ავრცელებს

👉 „მოსამართლეთა დანიშვნები ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმების საკვანძო დებულებებს“ - ევროკომისია