მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იენ კელი: ხელისუფლებამ დიალოგისკენ ნაბიჯები უნდა გადადგას

აშშ-ის ყოფილი ელჩი

„ხელისუფლებამ გადაკვეთა ხაზი, რაც მიუღებელია. ეს არ ეხება იმას, ვინ ვის მხარესაა. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებას აქვს არჩევანი, ძალა და დაპირისპირება თუ დემოკრატია და მოლაპარაკება. ეს არჩევანია მნიშვნელოვანი და ეს იქნება მიუღებელი ყველა ადამიანისთვის, რომელიც არის საქართველოს მხარდამჭერი და მეგობარი“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა იენ კელიმ „მთავარი არხის“ ეთერში ჩართვისას განაცხადა. 

მისი თქმით, ხელისუფლებამ ნიკა მელია აუცილებლად უნდა გაათავისუფლოს.

„ბოლო დროს განვითარებული მოვლენები არის დემოკრატიული ფასეულობების უკუგდება. მე ვიტყოდი იმას, რომ ჯერ კიდევ არ არის „ქართული ოცნებისთვის“ გვიან, რომ მოახდინოს დეესკალაცია და გაათავისუფლოს ბატონი მელია და მოუწოდოს ოპოზიციას, რომ დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან.

ჩვენ დავაკვირდებით რა ნაბიჯებს გადადგამს ხელისუფლება და ეს მომავალი ნაბიჯები გადადგმული უნდა იყოს დიალოგისკენ, რაც ნიშნავს ნიკა მელიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას “, - აღნიშნა იენ კელიმ.

შეგახსენებთ, რომ დღეს სპეცრაზმი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეიჭრა და ნიკა მელია დააკავა. ამავე ღონისძიებისას პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ასევე 21 პირი დააკავა.

ნიკა მელიას დაკავებას ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების პროტესტი მოჰყვა. საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან დაიწყო, რომელმაც შემდეგ საკანონმდებლო ორგანოსთან გადაინაცვლა.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან კარვები გაშალეს. მათი ნაწილი ღამის გათევას ადგილზე აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მანამდე მათ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან გამართეს შეხვედრები.

ელჩებმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამოსავლის გზებზე იმსჯელეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

მეთიუ ბრაიზა: ჯერჯერობით, ერთადერთი გამარჯვებული არის რუსეთი

„საქართველოში განვითარებული მოვლენები დემოკრატიას კრიზისში აგდებს, რაც მხოლოდ კრემლს ახარებს“- ანდრიუს კუბილიუსი

ანა ფოტიგა: ამ ღამის მოვლენები კოშმარი იყო, ყველანი სხვა რამეზე ვოცნებობთ