მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იქნება თუ არა გახარია თბილისის მერობის კანდიდატი?

ყოფილი პრემიერი

„მოდით ასე შევთანხმდეთ. მე მესმის რომ ეს სენსაციები ჟურნალისტებს გიყვართ ძალიან, მაგრამ არანაირ სახელს და გვარს მე არ დავასახელებ“, - ასე უპასუხა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას თბილისის მერად მისი კანდიდატურის დასახელების შესახებ.

მისი თქმით, პარტია ალიანსში ან კოალიციაში შესვლას არავისთან აპირებს და მათ თავისი კანდიდატი ეყოლებათ.

„როდესაც თბილისის მერზე ვსაუბრობთ, კანდიდატზე თბილისის მერობის - ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ მუნიციპალური არჩევნები და რეგიონალური არჩევნების ჭრილშიც რა თქმა უნდა თბილისის მერის არჩევნებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, ჩვენ გვეყოლება ჩვენი კანდიდატი, არანაირ ალიანსს არცერთ ოპოზიციურ პარტიასთან არ ვაპირებთ.

მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვართ ახალი დაფუძნებული პარტია, ჩვენთვის პარალელურად მიმდინარეობს ახლა როგორც პარტიული სტრუქტურების შექმნა, ისე საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა, ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად - თითქმის ბოლო დღემდე გამოვიყენებთ დროის რესურსს იმისთვის, რომ ჩვენი კანდიდატი იყოს ღირსეული, რომელიც ღირსეულ კონკურენციას გაუწევს ღირსეულ კანდიდატებს“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ინფორმაციისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

უკვე ცნობილია, რომ „ქართული ოცნებიდან“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, ხოლო „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა მელია იქნება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „რაც შევთავაზეთ ოპოზიციამ დღეს საზოგადოებას - იყო მრავალფეროვნება, ყველა ტიპის ამომრჩევლისთვის“ - თაკო ჩარკვიანი

👉 „ძირითადი 3 მოთამაშე იქნება: კალაძე, მელია - ალბათ გახარია დააყენებს თავის კანდიდატს“ - გია ხუხაშვილი

👉 გახარიას პარტიაში თბილისის მერობის კანდიდატად აჩი არველაძის დასახელებას არ გამორიცხავენ