მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იყო თუ არა ნიკა მელია პოლიტპატიმარი, კარლ ჰარცელი პასუხობს, რომ ევროპული გირაო იყო შეთავაზება პროცესის ხელის შეწყობის მიზნით

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია Pia.ge

იყო თუ არა ნიკა მელია პოლიტპატიმარი, კარლ ჰარცელი პასუხობს, რომ ევროპული გირაო იყო შეთავაზება პროცესის ხელის შეწყობის მიზნით,- ასე უპასუხა ევროკავშირის ელჩმა „აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში” კითხვას, იყო თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია პოლიტპატიმარი.

„ევროპული ორგანიზაციის მიერ შეტანილი გირაო იყო შეთავაზება მოლაპარაკების პროცესში იმ მიზნით, რომ ხელი შეეწყოთ მხარეების დაახლოებას და ვფიქრობდით, რომ ეს იქნებოდა კარგი გადაწყვეტილება და ასეც აღმოჩნდა“,- განაცხადა ჰარცელმა.