მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იმ ხალხის პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, რომელიც ამ ყველაფერს გეგმავს და გაფრთხილების მიუხედავად ყველაფერზე მიდის - მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

„ირაკლი ღარიბაშვილი აფრთხილებდა საზოგადოებას, რომ 5 საათზე, როდესაც ერთმანეთის პირისპირ ორი მხარე აღმოჩნდებოდა, იქ უმძიმესი პროვოკაცია იგეგმებოდა, ახლა ვიღაცებს უნდათ ისე წარმოაჩინონ, თითქოს ეს იყო ამ პროვოკაციის გაფრთხილება. ეს პროვოკაცია არავის წარმოედგინა, ისევე, როგორც ლოკაციებზე რომ გაიშლებოდნენ და ჟურნალისტებს დაუწყებდნენ დევნას, თორემ იქ იქნებოდა ორჯერ, სამჯერ და ათჯერ მეტი პოლიციელი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

მისი თქმით, რეალური მიზეზ-შედეგობრიობით თუ ვიმსჯელებთ, იმ ხალხის პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, რომელიც ამ ყველაფერს გეგმავს და გაფრთხილების მიუხედავად ყველაფერზე მიდის.

„20 ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი უკვე დადგა. რაც შეეხება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რაც ხელისუფლების წილია ზოგადად რაც ხდება, ყველაფერზე შეიძლება დააკისრო ხელისუფლებას. სადღაც რაღაც რომ ხდება ამ წუთში, ამაზეც კი შეიძლება პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს ხელისუფლებამ, მაგრამ რეალური მიზეზ-შედეგობრიობით თუ ვიმსჯელებთ, იმ ხალხის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, უნდა დადგეს, რომელიც ამ ყველაფერს გეგმავს და გაფრთხილების მიუხედავად ყველაფერზე მიდის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ძალიან ბევრ პარტნიორ ქვეყანაში, მათ შორის ჩვენ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში, რომელსაც საათივით აწყობილი სისტემები აქვს, მათ შორის პოლიციური სისტემა, იქაც კი ასეთი ინციდენტები დღეების, კვირების და თვეების განმავლობაში გრძელდება და ამის ლოკალიზება ჭირს.

მისი თქმით, ოპოზიციას პარლამენტში დაბარებული ჰყავს შინაგან საქმეთა მინისტრი.

„რა თქმა უნდა, მოვა შს მინისტრი, ილაპარაკებს კიდევ უფრო დეტალურად ვიდრე სამინისტროს ბრიფინგზე იყო საუბარი და იქ გამოჩნდება, თუ ობიექტური დამკვირვებელი მიიჩნევს, რომ იქ რაღაც პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, როცა სრულყოფილი და ვრცელი ინფორმაცია იქნება, მაშინ ამაზე ვილაპარაკოთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.