მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„იმის მაგივრად, რომ მელია სააკაშვილის გვერდით იჯდეს, დღეს აქციებს აწყობს“ - გახარია 

პარტია ,,საქართველოსთვის

„იმის მაგივრად, რომ მერობის კანდიდატი გვერდზე ეჯდეს ყოფილ პრეზიდენტს სააკაშვილს, დღეს აქციას აწყობს “, - ამის შესახებ ექსპრემიერმა, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, ქვეყანაში არცერთ შემთხვევაში არ უნდა დაუშვან ერთპიროვნული მმართველობა.

გახარია ამბობს, რომ „ნაცმოძრაობა“ და მმართველი გუნდი ერთპიროვნული მმართველობისკენ არიან მიდრეკილი.

„არჩევნების შემდეგ ვიმოქმედებთ შემდეგი პრინციპით. არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ერთპიროვნული მმართველობა. ამ ორ, ვითომ ერთმანეთთან დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალას ერთპიროვნული მმართველობისკენ აქვს მიდრეკილება. ჩვენი მთავარი მიზანი იქნება დაბალანსება და არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა არცერთ მათგანს მოახდინონ ძალაუფლების კონცენტრაცია.

ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ „ოცნებას“ მივეცით შესაძლებლობა იქამდე მიეყვანა მდგომარეობა ქვეყანაში, რომ დღეს „ნაცმოძრაობა“ მიტინგს გვიწყობს და იმის მაგივრად, რომ მერობის კანდიდატი გვერდზე ეჯდეს ყოფილ პრეზიდენტს, დღეს აწყობს აქციას. აი, ამაზე ვიღებთ პასუხისმგებლობას“, - აცხადებს გიორგი გახარია.

ამასთან, ყოფილი პრემიერი პირველ ოქტომბერს ყოფილი პრეზიდენტის დაკავების საკითხსაც გამოეხმაურა და მასკარადი უწოდა.

გახარიას თქმით, „ოცნებამ“ აქტუალობა დაკარგული „ნაცმოძრაობა“ გააცოცხლა.

„არჩევნების წინა დღეს ჩვენ ვიხილეთ გასაოცარი მასკარადი. ეს სიმბოლურად პირველ ოქტომბერს მოხდა და არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე, როდესაც სააკაშვილის მოწყობილმა პოლიტიკურმა მასკარადმა რა თქმა უნდა მიზნად დაისახა ჩვენი ამომრჩევლების არჩევანზე ზეგავლენის მოხდენა.

ეს იყო 2 პოლიტიკური პარტიის მიერ დაგეგმილი ერთობლივი სპეცღონისძიება, რომლის მიზანიც იყო შეცდომაში შეეყვანა ჩვენი ამომრჩევლები. ჩვენთვის ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა რომელმა ერთპიროვნულმა მმართველმა დაგეგმა და ვინ იყო სცენარის ავტორი. სამწუხაროდ, ამ მასკარადის მოწყობით „ოცნებამ“ ფაქტობრივად გააცოცხლა „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის აქტუალურობა სულ უფრო და უფრო დაკარგული იყო“, - აღნიშნა გახარიამ.

გახარიას თქმით, 2 ოქტომბრის არჩევნებს ის აფასებს როგორც არასამართლიანს.

„ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ ორ პარტიული მმართველობა, რომელსაც აშკარა მიდრეკილება აქვს ერთპიროვნული მმართველობისკენ“, - აცხადებს გიორგი გახარია.

მანვე დასძინა, რომ თითოეული მისი მხარდამჭერის ხმის დაცვას აგრძელებს.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის ციხეში იმყოფება და შიმშილობს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, დღეს 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ სააკაშვილი კიევისგან ყველა საჭირო დახმარებას მიიღებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴ზელენსკიმ პირობა დადო, რომ შეეცდება სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას

🔴„ზელენსკი სააკაშვილის დაკავებით შეშფოთებულია“ - უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი

🔴 „მომიკითხეთ მიხეილ სააკაშვილი ციხეში“ - ირაკლი კობახიძე

🔴 სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა უნდა ჩამოერთვას - უკრაინელი ექსპერტი

🔴 „არ გამოვრიცხავ, ქართულმა სახელმწიფომ უკრაინას გადასცეს მიხეილ სააკაშვილი“ - ვახტანგ ძაბირაძე

🔴 „უკრაინის პრინციპული პოზიციაა, არ ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში“ - უკრაინის საგარეო უწყება

🔴„30 ოქტომბერს მოიტაცებენ ქვეყანას, მერე ამ პრეზიდენტს უკრაინა წაიყვანს და თავმოხერხილები დავრჩებით“ - ჩარკვიანი