მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იოსებ ხახალეიშვილი: მინდა, ბატონ პაატა ბურჭულაძეს მივმართო, არ შეჰფერის თქვენი დონის ხელოვანს ასეთი იაფფასიანი ტრიუკები, იმიჯს ნუ შეილახავთ

მინდა, ბატონ პაატა ბურჭულაძეს მივმართო, არ შეჰფერის თქვენი დონის ხელოვანს ასეთი იაფფასიანი ტრიუკები, იმიჯს ნუ შეილახავთ

მინდა, ბატონ პაატა ბურჭულაძეს მოვუწოდო, არ შეჰფერის თქვენი დონის ხელოვანს ასეთი იაფფასიანი ტრიუკები და ნუ აჰყვებით იმ თქვენი ფავორიტის თემებს, ვის მხარდასაჭერადაც ჩამობრძანდით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

„გუშინ რომ მუსიკალურ სასწავლებლებში ბრძანდებოდნენ ვინმე დაუშალა? არა ბატონო, მიბრძანდით და გაეცანით, არავინ არაფერს არ გიშლით, მაგრამ პოლიტიკურ შოუს და სპექტაკლებს ნუ დადგამთ.

მინდა, ბატონ პაატა ბურჭულაძეს მოვუწოდო, არ შეჰფერის თქვენი დონის ხელოვანს ასეთი იაფფასიანი ტრიუკები და ნუ აჰყვებით იმ თქვენი ფავორიტის თემებს, ვის მხარდასაჭერადაც ჩამობრძანდით და თქვენ იმიჯს ნუ შეილახავთ. სადაც გინდათ შეგიძლიათ, თავისუფლად შეხვიდეთ, უბრალოდ ოპერაში გამოცხადებულია კარანტინი, რადგან რამდენიმე მუსიკოს დაუდასტურდა კოვიდი.

გუშინ ბრძანდებოდით თქვენ ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში და არავის არაფერი დაუშლია თქვენთვის, პირიქით, კიდევაც მიგიღეს, გიმასპინძლეს და გამოგაცილეს, როგორც ვიცი. ასე რომ, არ გინდათ ეს იაფფასიანი სიცრუე, ამ ქალაქში ყველამ ყველაფერი ვიცით და გთხოვთ, ამ ქალაქს პატივი ვცეთ, ქუთაისი ყველა სტუმრისთვის ღიაა“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

შეგახსენებთ, ცნობილმა საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ 26 ოქტომბერს სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქუთაისის ოპერის თეატრში არ შეუშვეს.