მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„IPSOS-ის ე.წ. რეიტინგები ტრადიციული ურცხვობის კულმინაციაა“ - ნათელაშვილი

შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი IPSOS-ის წინასაარჩევნო კვლევებს გამოეხმაურა და მას ურცხვობის კულმინაცია უწოდა.

ნათელაშვილის თქმით, მმართველ და ე. წ მთავარ ოპოზიციურ ძალას ერთ-ერთი მთავარი რაც აერთიანებთ ეს ლეიბორისტული პარტიის წინააღმდეგ ბრძოლაა.

„IPSOS ე. წ რეიტინგები ტრადიციული ურცხვობის კულმინაციაა. არაა დასამალი რომ მმართველ და ე. წ მთავარ ოპოზიციურ ძალას ერთ-ერთი მთავარი რაც აერთიანებთ ეს ლეიბორისტული პარტიის წინააღმდეგ ბრძოლაა რომელიც მკვეთრ გამოხატულებას პოულობს სწორედ წინასაარჩევნო ბოლო კვირას და არჩევნების დღეს.

ანუ სააკაშვილის პრინციპი რომ ან მე დავბრუნდები ტრიუმფით ან გყავდეთ სამუდამოდ ბიძინა და მთელი ძალები ლეიბორისტების წინააღმდეგ კვლავ ძალაშია, დარწმუნებული ვარ ამ ორ ძალას შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია როგორ გააფორმონ საარჩევნო კომისიებში ოქმები, საიდანაც ჩვენ უკვე გამოგვყარეს. ვნახოთ,ვნახოთ, ამით მოგებული არავინ დარჩება წააგებს კი კვლავ საქართველო“, - აცხადებს ნათელაშვილი.

ამავე თემაზე:

✔️ კალაძე - 41%, მელია - 36%, გახარია - 13% - IPSOS-ის კვლევა