პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონის ცვლილებები უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯია

პარლამენტარი
1623430971
დაკოპირებულია

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას განცხადებით, „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებებით კიბერუსაფრთხოების ეროვნული ინსტიტუციური ჩარჩო და ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების შესაძლებლობები კიდევ უფრო ძლიერდება.

„საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად იზრდება ჩვენი ქვეყნის კრიტიკული ინფორმაციული სისტემების მედეგობის ხარისხი, ინერგება კომპიუტერული ინციდენტებისა და კიბერშეტევების გამოვლენის და მათზე რეაგირების ეფექტიანი სისტემა. ხორციელდება კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების კატეგორიზაცია და ინფორმაციული უსაფრთხოების შესაბამისი სტანდარტების დანერგვისა და დაცვის ქმედითი მექანიზმები. კანონპროექტით კიბერუსაფრთხოების ეროვნული ინსტიტუციური ჩარჩო და ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების შესაძლებლობებიც ძლიერდება“, - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

მისი თქმით, აღნიშნული კანონის მიღება ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების მზარდმა ხასიათმა, ბოლო წლებში გახშირებულმა ფართომასშტაბიანმა კიბერშეტევებმა, საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნებისა და მათი სპეცსამსახურების კიბერშესაძლებლობების გაძლიერებამ განაპირობა.

„საკანონმდებლო ცვლილებებს დიდი ინტერესით ელოდნენ და რაც მთავარია, მაღალ შეფასებას აძლევენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ეს ცვლილებები კიბერსივრცის მეტ დაცულობასთან ერთად, პარტნიორების მხრიდან კიბერუსაფრთხოების სფეროში საქართველოსთვის გაზრდილი მხარდაჭერის მობილიზებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრი

„მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ გახელაძ...

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ საქმის ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან ამით შესაძლოა მოლაპარაკებები დაზიანდეს.

პარლამენტი „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით იხილავს, რომელიც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ეფექტიანობის გაზრდას ისახავს მიზნად.

1624450205

ხვალ თბილისის წიგნის ოცდამესამე საერთაშორისო ფესტივალი იხსნება, რომელიც 27 ივნისის ჩათვლით ფიზიკურ სივრცეში გაგრძელდება. წიგნის მოყვარულებს ფესტივალი ტრადიციულად ექსპო-ჯორჯიას პავილიონებში უმასპინძლებს.

1624450082

რუსმა სამხედრო თვითმფრინავებმა ბრიტანული საესკადრო ნაღმოსნის მახლობლად, გაფრთხილების მიზნით ოთხი ბომბი ჩამოაგდეს. ინციდენტი შავ ზღვაში, ყირიმის სიახლოვეს მოხდა. ამის შესახებ BBC იუწყება.

1624449208

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლებს რეგიონული პოლიტიკის მიმართულებით, იაგო წიკლაურს და ეკონომიკურ-სოციალური მიმართულებით, ქეთევან თათოშვილს შეხვდა.

1624448984
სამუშაო იაპონიაში

იაპონიის მთავრობა მოსახლეობას 4-დღიანი სამუშა...

იაპონიის მთავრობამ ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ ყოველწლიური სახელმძღვანელო მითითებები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კომპანიები საშუალებას აძლევენ თავიანთ თანამშრომლებს კვირაში 5-ის ნაცვლად, 4 დღე იმუშაონ.

კიევის წყალსაცავში რამდენიმე დღის წინ და...

კიევის წყალსაცავში ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ მამამისთან ერთად დაიკარგა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

ანრი ოხანაშვილი: კანონპროექტის შემუშავებ...

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილებების პროექტს პარლამენტი მუხლობრივად მეორე დღეა იხილავს.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 1...

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 100 ათასლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა უკვე მეშვიდედ გამოაცხადა. საგრანტო პროგრამის პრეზენტაცია თბილისის ტექნოპარკის ეზოში, გარე სივრცეში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.