პოლიტიკა

ირაკლი ბერაია საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეებს პროფესიულ დღეს ულოცავს

ირაკლი ბერაია
საქართველოს დაზვერვის
სამსახურის
მოსამსახურეებს პროფესიულ
დღეს ულოცავს
1632048934
დაკოპირებულია

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

როგორც ბერაია აღნიშნავს, მზვერავის საქმიანობა განსაკუთრებით საპასუხისმგებლო და რისკის შემცველია.

„მადლობას ვუხდი სამსახურის პირად შემადგენლობას, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის მოწინავე პოზიციებზე მყოფ მზვერავებს - საზოგადოებისთვის უცნობ გმირებს, ვინც საქართველოსთვის მუშაობს მტრულ და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ გარემოში და მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

დღეს, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ჩვენი სადაზვერვო შესაძლებლობები. სამსახურს გააჩნია საუკეთესო ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, პირადი შემადგენლობის მომზადება/გადამზადების და კრიტიკული უნარების განვითარების შესაძლებლობები. განსაკუთრებულ ხაზგასმას იმსახურებს სამსახურის ოპერატიული და ანალიტიკური შესაძლებლობები, რომელთა ეფექტიანობაც პირდაპირ იგრძნობა სადაზვერვო ინფორმაციის/ანალიტიკური პროდუქტის მოცულობაში, ხარისხში და მოწოდების სისწრაფეში.

აღსანიშნავია სამსახურის მაღალი რეპუტაცია პარტნიორი სახელმწიფოების სადაზვერვო საზოგადოებებში და მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან, კერძოდ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან და ნდობის ჯგუფთან. სამსახურს სათავეში უდგას მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალი, სამშობლოს სიყვარულით გულანთებული და ღირსეული ხელმძღვანელი – შალვა ლომიძე, რომლის საქმიანობაც ორიენტირებულია ქართული დაზვერვის უწყვეტ განვითარებაზე და ეფექტიანობის შემდგომ ამაღლებაზე.

მნიშვნელოვანია, დაზვერვის სამსახურს მუდმივად გააჩნდეს გაშლილი და მყარი ოპერატიული პოზიციები ყველა საჭირო და მნიშვნელოვან მიმართულებებზე, ჰქონდეს წვდომა ჩვენი მოწინააღმდეგეების დაცულ ინფორმაციაზე, რომლის ცოდნაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის… აგრეთვე, ჰქონდეს საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილებებზე ზემოქმედების შესაძლებლობები, განსაკუთრებით მათი ფორმირების პროცესში.

შესაბამისად სადაზვერვო შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერება, ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. დაზვერვის სამსახურს აქვს და ყოველთვის ექნება საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა, განსაკუთრებით დაფინანსების გაზრდის თვალსაზრისით.

განსაკუთრებულ პატივისცემას ვუდასტურებ ჩვენს მზვერავებს. წარმატებებს ვუსურვებ ქართულ დაზვერვას“,- აცხადებს ბერაია.

PIA.GE-ს დღიური

სააკაშვილის მიმართვა, გარდაცვლილი პატიმრ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი იმ მღვდელმთავრებს მიმართავს, რომლებმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს.

1634323933

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა, მმართველი პარტია იქნება თუ სხვა პოლიტიკური პარტიები, ჩვენს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დავაყენოთ ქვეყნის, საზოგადოების და ხალხის ინტერესები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

1634323883

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი გახარიას ამომრჩეველი ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მისცემს.

1634323251

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

1634323058
თბილისის მერი კახა კალაძე
Pia.ge 2021

კახა კალაძე: მეორე ტურში კიდევ უფრო მეტი შემა...

თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტური დემოკრატიული პროცესის ნაწილია, რაშიც ტრაგედიას ვერ ხედავს. კახა კალაძემ საკუთარ მხარდამჭერებს და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ყველა პირს მოქალაქეობრივი ვალის მოხდისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მადრიდში მიმდინარე წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, საკუთარი სტენდითაა წარმოდგენილი.

დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას შეხვდ...

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას ანჟე ლოგარს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

ნიკოლოზ ყიფშიძეს მიხეილ სააკაშვილთან საპ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს ნიკოლოზ ყიფშიძეს საპატიმროში სააკაშვილთან შესვლის ნებართვა მისცეს. ინფორმაციას „მთავარი“ ავრცელებს.