პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი - აზერბაიჯანელებს ბრძენი ლიდერი ჰყავთ, რომელიც საკუთარი ქვეყნის განვითარებაზე და საკუთარი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნავს

პრეზიდენტ მიშელს
ვთხოვე, რაც შეიძლება მეტი
დამკვირვებელი
გამოგზავნონ მოახლოებულ
არჩევნებზე
1631914592
დაკოპირებულია

„აზერბაიჯანელებს ბრძენი ლიდერი ჰყავთ, რომელიც საკუთარი ქვეყნის განვითარებაზე და საკუთარი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნავს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს ნდობის გაჩენისა და შეთანხმების მიღწევისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერ-მინისტრმა მედიაციის პროცესში ჩართულობისთვის მადლობა ასევე გადაუხადა ამერიკელ კოლეგებს.

„აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შუამავლის როლის შესრულება აბსოლუტურად ჩემი ინიციატივა იყო. ჯერ ჩავედი პრეზიდენტ ალიევთან, მე მინდა ღრმა პატივისცემა გამოვხატო მის მიმართ. აზერბაიჯანელებს მართლაც ბრძენი ლიდერი ჰყავთ, რომელიც საკუთარი ქვეყნის განვითარებაზე და საკუთარი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნავს. მასთან მქონდა საუბარი და იქ დაიბადა ეს იდეა. შემდეგ ჩავედი ერევანში, ბატონ ფაშინიანთან. მის მიმართ მინდა, რომ პატივისცემა გამოვხატო და მინდა მადლიერება გამოვხატო იმ ნდობისთვის, რომელიც პირადად მე გამომიცხადეს პრეზიდენტმა ალიევმა და პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა. ნდობაზე დაეფუძნა ეს ყველაფერი, სპონტანურად განვითარდა ეს იდეა. ვიზიტები იყო მაისში, მთელი მაისი ვიმუშავეთ, არაერთი სატელეფონო ზარი მქონდა პრეზიდენტ ალიევთან და პრემიერ ფაშინიანთან და ბოლოს იყო ჩემი რამდენიმე საათიანი, ღამის ორ საათამდე საუბარი ორი ქვეყნის ლიდერთან და მადლობა ორივე ლიდერს, რომ ეს ნდობა გაჩნდა და შეთანხმება შედგა. რა თქმა უნდა, მადლობა ჩვენს ამერიკელ მეგობრებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ პროცესში და ჩვენ ერთად გავაკეთეთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

PIA.GE-ს დღიური

სააკაშვილის მიმართვა, გარდაცვლილი პატიმრ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი იმ მღვდელმთავრებს მიმართავს, რომლებმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს.

1634323933

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა, მმართველი პარტია იქნება თუ სხვა პოლიტიკური პარტიები, ჩვენს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დავაყენოთ ქვეყნის, საზოგადოების და ხალხის ინტერესები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

1634323883

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი გახარიას ამომრჩეველი ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მისცემს.

1634323251

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

1634323058
თბილისის მერი კახა კალაძე
Pia.ge 2021

კახა კალაძე: მეორე ტურში კიდევ უფრო მეტი შემა...

თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტური დემოკრატიული პროცესის ნაწილია, რაშიც ტრაგედიას ვერ ხედავს. კახა კალაძემ საკუთარ მხარდამჭერებს და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ყველა პირს მოქალაქეობრივი ვალის მოხდისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მადრიდში მიმდინარე წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, საკუთარი სტენდითაა წარმოდგენილი.

დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას შეხვდ...

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას ანჟე ლოგარს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

ნიკოლოზ ყიფშიძეს მიხეილ სააკაშვილთან საპ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს ნიკოლოზ ყიფშიძეს საპატიმროში სააკაშვილთან შესვლის ნებართვა მისცეს. ინფორმაციას „მთავარი“ ავრცელებს.