მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი დეოკუპაცია გადის ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარებაზე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

„ჩვენი დეოკუპაცია გადის ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარებაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აშშ-ში ვიზიტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იქნება ძალიან ბევრი გზავნილი ყველა მიმართულებით, მათ შორის, განხილული იქნება ჩვენი პროგრესი, გამოწვევები და საპასუხო ქმედებები, რომელიც უნდა განხორციელდეს.

„ჩვენი დეოკუპაცია გადის ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარებაზე. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება იქნებოდა, რომელზეც ჩვენმა გუნდმა მოახერხა, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, ეკონომიკური განვითარება, აღმავლობა და რეგიონების განვითარება, რატომ გვინდა ეს - უნდა ვაჩვენოთ პროგრესი და დიდი განსხვავება ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს. უნდა ვთქვათ, რომ სხვა ალტერნატივა მათ არ აქვთ, მათ იციან კარგად, რომ იქ არაფერი არ ხდება, არაფერი არ ვითარდება, არც სოხუმში და არც ცხინვალში. ამიტომ, ჩვენ თუ არ ვაჩვენეთ მათ და არ შევთავაზეთ რეალური ალტერნატივა, თუ ამ სიგიჟეს და ქაოსს უყურეს ყოველ დღე, თუ ამ გადატრიალებებს და რევოლუციებს უყურეს, ვის და რატომ მოუნდება ჩვენთან ერთად დაბრუნება. ეს ხომ ფუნდამენტური საკითხია და ამ მიმართულებით ძალიან ბევრია სამუშაო.

რა თქმა უნდა, გვექნება ძალიან ბევრი გზავნილები ყველა მიმართულებით, მათ შორის, განვიხილავთ ჩვენს პროგრესს, რომელსაც მივაღწიეთ, ჩვენს გამოწვევებს და საპასუხო ქმედებებს, რომელიც უნდა განხორციელდეს. მე მესმის, ხანდახან მეც ძალიან რადიკალური დამოკიდებულება მაქვს ყველას მიმართ და ბუნებრივია, როგორ შეიძლება, სააკაშვილის მიმართ არ გქონდეს რადიკალური დამოკიდებულება, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს ჩვენი ყველას ქვეყანაა, საერთო სამშობლოა. მე დიდი სურვილი მაქვს, ერთ დღეს ყველა ეს ადამიანი დაფიქრდეს, რომ ეს ქვეყანა ჩვენი საპატრონოა, არავინ არ მოუვლის ჩვენს ქვეყანას ჩვენს გარდა, არავინ. რა თქმა უნდა, ყველა დაგვეხმარება, რჩევებით, რეკომენდაციებით, მათ შორის, ფინანსურად, მაგრამ საბოლოო ჯამში, ჩვენი საპატრონოა. ამიტომ, მეტი პასუხისმგებლობა, მეტი სიყვარული გამოვიჩინოთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.