პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი - სამწუხაროა, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება გამოიყენეს პირადი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის

თანამშრომლობა ჩვენს
მთავარ სტრატეგიულ
პარტნიორთან ამერიკის
შეერთებულ შტატებთან
არასოდეს ყოფილა ასეთ
მაღალ ნიშნულზე
1631909266
დაკოპირებულია

„მინდა მწუხარება გამოვთქვა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. სამწუხაროა, რომ მისი გარდაცვალება გამოიყენეს პირადი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ლექსო ლაშქარავას სიკვდილის გამოყენება სცადეს პირადი ვიწრო, ცუდი ინტერესების განსახორციელებლად.

„მინდა მწუხარება გამოვთქვა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. სამწუხაროა, რომ მისი გარდაცვალება გამოიყენეს პირადი, ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის და გახსოვთ, როგორი აქციები წამოიწყეს, რის გამო, რა შუაში იყო. კითხვა მაქვს უბრალოდ, მაშინ მეძახდნენ ხან მკვლელს, ხან მოძალადეს, ა.შ. გავიდა რამდენიმე დღე და გაირკვა, ხომ ვნახეთ, ყველამ ნახა, რა იყო და როგორ იყო. აქ რა შუაში იყო, ან სახელმწიფოს როლი, ან ჩემი როლი, ან ვინმეს როლი. რატომ იყო ეს მთელი აჟიოტაჟი და კამპანია ატეხილი. ეს ყველაფერი ხომ პოლიტიკური იყო. მერე გავიხსენე, რომ გამოვიდნენ, საპატრიარქოს წინააღმდეგ დაიწყეს, სკანდირებდნენ პატრიარქის, ეკლესიის წინააღმდეგ. რატომ - ეს არის პირდაპირ შურისძიება, რომ ვერ გაუვიდათ ვერც ლგბტ-ს, მარში პროვოკაცია, იმიტომ, რომ შევეწინააღმდეგეთ ჩვენ და ეკლესია ერთად დავდექით მაშინ, ვთქვათ პირდაპირ.

ეს არის შურისძიება. იციან მათ ჩვენი ერთობა, ჩვენი დამოკიდებულება პატრიარქის, ეკლესიის მიმართ და ეს არის პირდაპირი, მიზანმიმართული შურისძიება. ამიტომ ხდება ეს ყველაფერი. არაფერი განსაკუთრებული. ლექსო ლაშქარავას სიკვდილი გამოიყენეს, სცადეს, პირადი ვიწრო ცუდი ინტერესების განსახორციელებლად. მეგის ქარდავა, ახალაია და ვანო მერაბიშვილი, ბოკერია, მთელი ეს გებელსები და სადისტები სააკაშვილის მეთაურობით, ეს მაფიოზების ბანდა ჩვენზე, ერთ-ერთმა ადამიანმა თქვა, რომ ეს პოლიტიკური კანიბალები ჩვენს ვეგეტარიანულ მენიუს რომ იწუნებენ, შეიძლება ასე ითქვას, პოლიტიკური ვეგეტარიანელები ვართ ჩვენ მათთან შედარებით, რაზეა საერთოდ საუბარი. რომ შევადაროთ, მეგის ქარდავა იყო ჯარის, სამხედრო პოლიციის უფროსი და ატერორებდნენ ჯარს. პოლიციაში რა ხდებოდა, ყველგან, რა აქვთ ამ ადამიანებს სათქმელი. მე კრიტიკას მივიღებ თქვენგან, ნებისმიერი არაპოლიტიკურად ანგაჟირებული მოქალაქისგან, მაგრამ მათგან მე არ მივიღებ ამ კრიტიკას და არასდროს არ წავალ კომპრომისზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

PIA.GE-ს დღიური

სააკაშვილის მიმართვა, გარდაცვლილი პატიმრ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი იმ მღვდელმთავრებს მიმართავს, რომლებმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს.

1634323933

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა, მმართველი პარტია იქნება თუ სხვა პოლიტიკური პარტიები, ჩვენს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დავაყენოთ ქვეყნის, საზოგადოების და ხალხის ინტერესები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

1634323883

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი გახარიას ამომრჩეველი ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მისცემს.

1634323251

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

1634323058
თბილისის მერი კახა კალაძე
Pia.ge 2021

კახა კალაძე: მეორე ტურში კიდევ უფრო მეტი შემა...

თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტური დემოკრატიული პროცესის ნაწილია, რაშიც ტრაგედიას ვერ ხედავს. კახა კალაძემ საკუთარ მხარდამჭერებს და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ყველა პირს მოქალაქეობრივი ვალის მოხდისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მადრიდში მიმდინარე წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, საკუთარი სტენდითაა წარმოდგენილი.

დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას შეხვდ...

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას ანჟე ლოგარს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

ნიკოლოზ ყიფშიძეს მიხეილ სააკაშვილთან საპ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს ნიკოლოზ ყიფშიძეს საპატიმროში სააკაშვილთან შესვლის ნებართვა მისცეს. ინფორმაციას „მთავარი“ ავრცელებს.