მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი ღარიბაშვილი: 2012 წლამდე სასამართლო იყო პროკურატურის ჩვეულებრივი დანაყოფი

ძალიან ბევრი ასეთი პროექტი უნდა ვაკეთოთ ჩვენი ხალხისთვის

„ჩვენ გვახსოვს კარგად, რა ქვეყანაში ვცხოვრობდით - 2012 წლამდე სასამართლო იყო პროკურატურის ჩვეულებრივი დანაყოფი. სამწუხაროდ, ძალიან მიკვირს, არ მომისმენია არასოდეს არც ამერიკის, არც ევროპის კრიტიკული შენიშვნა იმ დროინდელი სასამართლოს მიმართ, რაც, რა თქმა უნდა, სამწუხაროა და არ არის სამართლიანი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო სასამართლოს დამოუკიდებლობის და გამჭვირვალობის კუთხით უსწრებს ევროკავშირის ბევრ ქვეყანას.

„უკმაყოფილება არის გამოხატული სასამართლოსთან მიმართებით, მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით დ ა.შ. მინდა ვთქვა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ, როცა მოვედით ხელისუფლებაში 2012 წელს, გავაკეთეთ ძალიან დიდი რეფორმა სასამართლოში, რომლის შედეგადაც ძალიან დიდი პროგრესი იქნა მიღწეული.

ჩვენ გვახსოვს კარგად, რა ქვეყანაში ვცხოვრობდით - 2012 წლამდე სასამართლო იყო პროკურატურის ჩვეულებრივი დანაყოფი. სამწუხაროდ, ძალიან მიკვირს, არ მომისმენია არასოდეს არც ამერიკის, არც ევროპის კრიტიკული შენიშვნა იმ დროინდელი სასამართლოს მიმართ, რაც, რა თქმა უნდა, სამწუხაროა და არ არის სამართლიანი.

მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ამ პროცესს ვაგრძელებთ, ჩვენ განვაცხადეთ, რომ ვაგრძელებთ ფართომასშტაბიან სასამართლო რეფორმას, რომელიც არის განგრძობითი პროცესი, რომელიც არ მთავრდება ერთ ან ორ დღეში.

არ ვამბობთ, რომ ვართ იდეალური და უშეცდომონი, მაგრამ ეს არის პროცესი. რაც გავაკეთეთ რვა წელში, ეს არის როგორც დღე და ღამე. იყო ღამე, გახდა დღე, ნათელი.

მეორე - სასამართლოს დამოუკიდებლობის და გამჭვირვალობის კუთხით ვუსწრებთ ევროკავშირის ძალიან ბევრ ქვეყანას. სანდოობის მხრივ, მოქალაქეების მხრიდან სასამართლოს მიმართ, ვართ მოწინავე რიგებში ევროკავშირის მასშტაბით.

აქედან გამომდინარე, შეიძლება ვიღაცას ჰქონდეს გარკვეული კითხვები და რაღაც გაუგებრობა შეიქმნას. ვაძლევ პირობას ყველას, რომ ეს გაუგებრობა ჩვენს სტრატეგიულ მთავარ პარტნიორთან აუცილებლად აღმოიფხვრება და ყველა კითხვას გავცემთ პასუხს. ამას სჭირდება მეტი კომუნიკაცია, მეტი ურთიერთობა და მეტი ახსნა-განმარტება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინფორმაციისთვის, 12 ივლისს მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტის ფონზე პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები უვადოდ დაამტკიცა.

დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს შემდეგი კანდიდატების დანიშვნას: გოჩა აბუსერიძე; გიორგი გოგიაშვილი; ლევან თევზაძე; რევაზ ნადარაია; ლაშა კოჩიაშვილი; ბიძინა სტურუა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „აშშ ღრმად არის შეწუხებული საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების დამტკიცების გამო“- ენტონი ბლინკენი

👉 აშშ-ის საელჩო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ განცხადებას ავრცელებს

👉 „მოსამართლეთა დანიშვნები ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმების საკვანძო დებულებებს“ - ევროკომისია