პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2030 წელს საქართველოს ყველა მოქალაქე ისაუბრებს გამართულად ქართულ ენაზე

„2024 წელს ევროკავშირში
გაწევრიანებაზე
განაცხადის წარდგენისთვის
ვემზადებით“
1627990030
დაკოპირებულია

ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ის ფაქტი რომ დღეს ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე ვერ საუბრობს და ვერ წერს ქართულ ენაზე, რაც რა თქმა უნდა, არის პრობლემა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის 10 წლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ერთ-ერთი კონკრეტული ამოცანაა, რომ 2030 წელს საქართველოს ყველა მოქალაქე ისაუბრებს გამართულად ქართულ ენაზე.

„ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ის ფაქტი რომ დღეს ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე ვერ საუბრობს და ვერ წერს ქართულ ენაზე, რაც რა თქმა უნდა, არის პრობლემა. მოდით ვაღიაროთ, რომ ეს არის პრობლემა. მე აქ ვხედავ ჩვენს წარმატებულ პარლამენტის წევრებს. ეთნიკურად აზერბაიჯანელებს, რომლებიც აბსოლუტურად გამართულად, სუფთად საუბრობენ ქართულ ენაზე.

არიან წარმატებულ ახალგაზრდები. მათ თავიანთი შრომით, განათლებით, ცოდნით მიაღწიეს იმას, რომ გახდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები. მანამდეც შთამბეჭდავი კარიერა ჰქონდათ. ეს არის ერთ-ერთი კონკრეტული მაგალითი. მინდა, ბევრი ასეთი ახალგაზრდა ვიხილო პარლამენტში, სამინისტროებში, მინისტრებად, მინისტრების მოადგილეებად და ა.შ. ამისათვის ერთ-ერთი ყველაზე პირველი წინაპირობაა, რომ ქართული ენა შევასწავლოთ ჩვენს ყველა მოქალაქეს.

დავისახოთ მიზნად, რომ 2030 წელს საქართველოს ყველა მოქალაქე ისაუბრებს გამართულად ქართულ ენაზე. ეს არის ერთ-ერთი კონკრეტული ამოცანა. ამის თაობაზე არაერთხელ მისაუბრია ჩვენ ეთნიკურად აზერბაიჯანელ და სომეხ თანამოქალაქეებთან და ყველასგან არის სრული მზაობა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი.

მათი მხრიდან არის მონდომება და ჩვენ უნდა შევუქმნათ ყველა ინსტრუმენტი, რაც საჭიროა ამ მიზნის მისაღწევად - განათლებაზე და ხარისხიან ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა, მათი ჩართულობა სოციალურ-ეკონომიკურ პროექტებში და მათი მეტი მონაწილეობა ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში იქნება მყარი გარანტი ჩვენი ძლიერი მომავლის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ოკუპირებული აფხაზეთი

სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა

სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო.

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ, სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულ რეიტინგებს ადარებს და საზოგადოებას მოუწოდებს, ორი განსხვავება იპოვოს.

1632686117

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში, ენგურის ხიდთან მდუმარე აქცია სლოგანით „ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელები“ გაიმართა.

1632686005

ჟურნალისტი ნათია ბერიძე 20 ივნისის საპროტესტო მოვლენების ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. კადრებში ჩანს, რომ გიგი უგულავას გვერდით დგას ამჟამად პარტია „საქართველოსთვის” დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ქაჯაია, რომელიც 20 ივნისის მოვლენების დროს, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდა.

1632685917

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე დარწმუნებულია, რომ სუს-ის ფაილების საქმესთან დაკავშირებულ გამოძიებაში ამერიკელი და ევროპელი ექსპერტების ჩართვა სპეკულაციებისთვის სივრცეს აღარ დატოვებს“, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ პალიტრანიუსის გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.

1632685109
თბილისის მერი კახა კალაძე

კახა კალაძე დიდუბის მოსახლეობას: გთხოვთ, მხარ...

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სოციალური ქსელის ვიდეოჩართვაში დიდუბის რაიონის მოსახლეობას მათი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გივი ჩხარტიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„ქართული ოცნების“ ონის მერობის კანდიდატი...

„ქართული ოცნების“ ონის მერობის კანდიდატი სერგო ხიდეშელი დემეტრე მეორეს, გვანცა დედოფლისა და არტუანის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა.

არჩევნები გერმანიაში - ეგზიტპოლების თანა...

გერმანიაში დღეს ფედერაციული არჩევნები ჩატარდა.

სამგორის რაიონში რიგის პარკის რეაბილიტაც...

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სამგორის რაიონში, კერძოდ, ვარკეთილის I მიკრორაიონში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩაზე რიგის პარკის რეაბილიტაცია დაასრულა.