მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღეს ულოცავს

ღარიბაშვილი და ალიევი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღეს ულოცავს.

ოფიციალურ მისალოც წერილში, მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს, რომ საქართველო აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

„თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ, საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად მოგილოცოთ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღე და თქვენ და მოძმე აზერბაიჯანელ ერს გისურვოთ მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატება.

საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობას. მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ჩვენი საერთო ძალისხმევით, ჩვენს ქვეყნებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება.

ამასთან, მოწოდებული ვართ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ურყევი სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული კავშირები, რაც წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნების შემდგომი პროგრესისა და კეთილდღეობის განმტკიცებაში.თქვენო აღმატებულებავ, ნება მომეცით კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი თქვენდამი ღრმა პატივისცემა“, - აღნიშნულია ოფიციალურ მისალოც წერილში.

შეგახსენებთ, რომ 28 მაისი აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეა.