მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი ღარიბაშვილი კოლინ პაუელზე: ამერიკის პატრიოტმა და საქართველოს დიდმა მეგობარმა დაგვტოვა

ვინც კანონის აღსრულებას შეეწინააღმდეგება, კანონის და სახელმწიფოს სახელით ვაცხადებ, უკლებლივ ყველა შევა ციხეში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კოლინ პაუელის გარდაცვალებას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

მთავრობის მეთაური წერს, რომ კოლინ პაუელი ამერიკის პატრიოტი და საქართველოს მეგობარი იყო.

პრემიერ-მინისტრი კოლინ პაუელის ოჯახს და ამერიკელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს.

„გენერალ კოლინ პაუელის გარდაცვალების ამბავმა ძალიან დამამწუხრა. ნამდვილმა გზის გამკვალავმა, წესიერების და ღირსების განსახიერებამ, ამერიკის პატრიოტმა და საქართველოს დიდმა მეგობარმა დაგვტოვა. თანაგრძნობას ვუცხადებ პაუელების ოჯახს და ამერიკელ ხალხს“,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, გენერალი კოლინ პაუელი 18 ოქტომბერს კორონავირუსით გარდაიცვალა.