პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: პატიმარი სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით, რომ მოეხდინა დესტაბილიზაცია, არეულობა და ძალიან მძიმე პროვოკაცია, მათ შორის მკვლელობების განხორციელებაც

საქართველოს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი Pia.ge
1634206736
დაკოპირებულია

„პატიმარი სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით - რომ მოეხდინა დესტაბილიზაცია, არეულობა და ძალიან მძიმე პროვოკაცია, მათ შორის მკვლელობების განხორციელებაც, თუ რა თქმა უნდა, ისე განვითარდებოდა მოვლენები, როგორც მას ჰქონდა ჩაფიქრებული“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლებამ ეს დიდი განსაცდელი და პროვოკაცია აარიდა ქვეყანას.

„მე აღარ მინდა უბრალოდ, პატიმარზე ვილაპარაკო ამდენი. მე ვფიქრობ საკმარისია. ძალიან ბევრი განცხადება გაკეთდა, ბევრი ემოციებიც დავხარჯეთ, ახლა საქმეზეა კონცენტრირება საჭირო. პატიმარი სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით - რომ მოეხდინა დესტაბილიზაცია, არეულობა და ძალიან მძიმე პროვოკაცია, მათ შორის მკვლელობების განხორციელებაც, თუ რა თქმა უნდა, ისე განვითარდებოდა მოვლენები, როგორც მას ჰქონდა ჩაფიქრებული. მადლობა ღმერთს, ჩვენ ეს დიდი განსაცდელი და პროვოკაცია ავარიდეთ ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას. რაც შეეხება ზოგადად მოწოდებებს ეკლესიის წარმომადგენლების მხრიდან, რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ეს ყველას საერთო სურვილია და ჩვენი სურვილიცაა, რომ ეს ადამიანები დაფიქრდნენ საკუთარ შეცდომებზე, დანაშაულებზე და გაიაზრონ პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. თუ ეს მოხდება, ეს მხოლოდ გამიხარდება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

PIA.GE-ს დღიური

სააკაშვილის მიმართვა, გარდაცვლილი პატიმრ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი იმ მღვდელმთავრებს მიმართავს, რომლებმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს.

1634323933

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა, მმართველი პარტია იქნება თუ სხვა პოლიტიკური პარტიები, ჩვენს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დავაყენოთ ქვეყნის, საზოგადოების და ხალხის ინტერესები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

1634323883

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი გახარიას ამომრჩეველი ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მისცემს.

1634323251

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

1634323058
თბილისის მერი კახა კალაძე
Pia.ge 2021

კახა კალაძე: მეორე ტურში კიდევ უფრო მეტი შემა...

თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტური დემოკრატიული პროცესის ნაწილია, რაშიც ტრაგედიას ვერ ხედავს. კახა კალაძემ საკუთარ მხარდამჭერებს და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ყველა პირს მოქალაქეობრივი ვალის მოხდისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მადრიდში მიმდინარე წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, საკუთარი სტენდითაა წარმოდგენილი.

დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას შეხვდ...

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას ანჟე ლოგარს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

ნიკოლოზ ყიფშიძეს მიხეილ სააკაშვილთან საპ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს ნიკოლოზ ყიფშიძეს საპატიმროში სააკაშვილთან შესვლის ნებართვა მისცეს. ინფორმაციას „მთავარი“ ავრცელებს.