მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ირაკლი ღარიბაშვილის ჩართულობით, ქართველი ძმებისა და ევროპელი პარტნიორების წყალობით, ჩვენი 15 მოქალაქე სომხეთში ბრუნდება“- ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოს პრემიერს მადლობას უხდის. როგორც ფაშინიანი აღნიშნავს, ირაკლი ღარიბაშვილის ჩართულობით, ქართველი ძმებისა და ევროპელი პარტნიორების წყალობით, სომხეთის 15 მოქალაქე საკუთარ ქვეყანაში ბრუნდება.

„ორი დღის წინ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ რიკერს შევხვდი, რომლის თქმით, ენტონი ბლინკენის მითითებით, მას ჰქონდა დავალება, მომდევნო დღეებში მიეღწია გარღვევისთვის ტყვეებთან დაკავშირებით. ჩვენ, თუ მზად ვიქნებოდით თანამშრომლობისთვის, ისინი საკითხში ჩასართავად მზად იყვნენ. მე ვუთხარი, რომ მზად ვიყავით.

შესაბამისად, დღეს განხორციელებული ძალისხმევის შედეგად, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩართულობით, ჩვენი ქართველი ძმებისა და ევროკავშირელი პარტნიორების წყალობით, 15 დატყვევებული სომხეთში ბრუნდება. ისინი საქართველოში აზერბაიჯანიდან „წითელი ხიდის“ გავლით შევიდნენ, ხოლო სომხეთის ტერიტორიაზე უკვე „ბაგრატაშენის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტით შემოვიდნენ. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ რუკებს ტყვეებში არ ვცვლით, მაგრამ ჩვენ ნაბიჯს, ნაბიჯითვე ვუპასუხეთ“, - განაცხადა ფაშინიანმა.

ინფორმაციისათვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ.

იხილეთ აგრეთვე:

„ვაფასებთ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას ჰუმანიტარული აქტის განხორციელებაში“- აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო

„მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას შუამდგომლის უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებისთვის მხარეთა შორის დისკუსიების ფარგლებში“- ენტონი ბლინკენი

✅„საქართველო მედიატორის ისტორიულ როლს დაუბრუნდა, აშშ და ევროკავშირი კავკასიაში დაბრუნდნენ“- სალომე ზურაბიშვილი