პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე - დეპუტატებმა გახარიასგან მიიღეს პირობა, რომ თუ იმუნიტეტი მოიხსნებოდა და სასამართლო ნიკა მელიას პატიმრობას შეუფარდებდა, მოხდებოდა დაპატიმრება

ირაკლი კობახიძე pia.ge
1622873870
დაკოპირებულია

„დეპუტატებმა გიორგი გახარიასგან მიიღეს პირობა, რომ თუ საპარლამენტო იმუნიტეტი მოიხსნებოდა, ამ შემთხვევაში სტანდარტული პრაქტიკის შესაბამისად მოხდებოდა კანონის აღსრულება და თუ სასამართლო ნიკა მელიას პატიმრობას შეუფარდებდა, მოხდებოდა დაპატიმრება, ანუ, კანონი აღსრულდებოდა. ეს არის კანონის უზენაესობის ელემენტარული მოთხოვნა“ განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „რუსთავი-2-ის“ „ღამის კურიერში“.

მისი თქმით, გიორგი გახარიამ დეპუტატებს ეს პირობა 13 თებერვალს მისცა.

„ეს ხდება 13 თებერვალს, როდესაც გიორგი გახარია ჩვენთან ერთად აძლევს დეპუტატებს ამ პირობას. თუ სასამართლო შეუფარდება მელიას პატიმრობას, ამ შემთხვევაში დაბრკოლება არ შეექმნებოდა კანონის აღსრულებას. ამაზე იყო საუბარი. ამის შემდეგ, თუ რამე იცვლებოდა, 3 დღე კიდევ იყო, გახარიას შეეძლო პოზიციის გამოხატვა. 16 თებერვალს, საღამოს, პარლამენტმა მიიღო მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილება. ეს ხდება 16 თებერვალს, ანუ 18 თებერვალს გადადგა შემდეგ გახარია. 16 თებერვლის საღამომდე არაფერი არ ხდება. ანუ, გახარია ისევ იგივე პოზიციაზეა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს. ჩვენ გვქონდა ყოველდღიური შეხვედრები სხვადასხვა ფორმატში. ხანდახან პოლიტსაბჭოს ფორმატი, ხან იყო ვიწრო შემადგენლობით ვიკრიბებოდით. მაგალითად, მე, გახარია, კახი კალაძე, ღარიბაშვილი, გომელაური და ა.შ. ვიკრიბებოდით იმიტომ, რომ იყო აქტუალური პოლიტიკური თემები. ანუ, 16-ის ჩათვლით პოზიცია არ შეცვლილა. 17-ში დღის პირველ ნახევარში ჩვენ არავითარი განსხვავებული პოზიცია არ მოგვისმენია. 17-ში, როდესაც უკვე ჩაინიშნა სასამართლოს სხდომა და აქტუალური გახდა ეს საკითხი, დიდი ალბათობით, გამომდინარე იქიდან, რომ გირაო არ გადაიხადა მელიამ, სასამართლო შეუფარდებდა პატიმრობას. 5 საათზე მოდის გახარია და ითხოვს შეხვედრას ვიწრო წრეში და აცხადებს, რომ მელია არ უნდა დავაპატიმროთ მყისიერად, ანუ რა პირობაც მისცა მან, საპარლამენტო უმრავლესობას, იმ პირობის წინააღმდეგ წავიდა, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე. გახარია ითხოვს, ორ-სამ დღეს, ანუ ამბობს რომ არ უნდა დავაპატიმროთ მელია, თუ სასამართლო შეუფარდებს მას ამ პატიმრობას, არ უნდა მოხდეს მყისიერად ამის აღსრულება. ერთადერთი რასაც ამბობდა იყო ის, რომ აქტივისტების „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ყველაზე მეტი კონცენტრაცია იქნებოდა სწორედ მეორე დილით და შემდეგ ეს კონცენტრაცია შემცირდებოდა. ჩვენ გვქონდა ჩვენი არგუმენტი, ყველა ვამტკიცებდით, რომ რეალურად კონცენტრაცია, კი არ შემცირდებოდა, მეორე დილით ან შემდეგ, არამედ გაიზრდებოდა. ეს არგუმენტი, იყო ძალიან მარტივი, შემდეგ პრაქტიკაში ჩვენ დავინახეთ, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში, როდესაც არ მოხდა მელიას დაკავება, კონცენტრაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გაიზარდა, რეგიონებიდან ჩამოიყვანეს ადამიანები, 200 შეშინებული ნაციონალი იჯდა 18 თებერვლის დილით „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, 23 თებერვალს , როდესაც ნიკა მელია დააკავეს, 800 კაცამდე იყო, ანუ 200- დან გაიზარდა 800-მდე. აქედან ჩანს რომ გახარიას არგუმენტი რეალურად არ იყო, არგუმენტი. „გაზრდილი კონცენტრაციის პირობებში, შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ისე ჩაატარა ოპერაცია, რომ ერთი ნაკაწრი არავის ჰქონია, თმის ღერი არავის ჩამოვარდნია, რაც უმარტივესი მისაღწევი იყო. შსს, მას შემდეგ, რაც ვახტანგ გომელაური ჩაუდგა სათავეში მოწოდების სიმაღლეზე დგას,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ათენში ტყის ხანძრებს
ებრძვიან - ათასობით
ადამიანი სახლებს ტოვებს

ათენში ტყის ხანძრებს ებრძვიან - ათასობით...

ათენში ტყის ხანძარი გაჩნდა, ცეცხლმა საცხოვრებელ ადგილებამდე მიაღწია, - ამის შესახებ apnews-ი იუწყება.

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ქალაქის ძლიერ გამაგრებულ „მწვანე ზონასთან“ ახლოს, სამთავრობო შენობების და უცხოური საელჩოების ადგილას აფეთქება და სროლა მოხდა, რომელსაც 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

1628019009

ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრი საბერძნეთში გავრცელებული ხანძრების გამო იქ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს.

1628017672

„კორონავირუსის ბევრი მუტაცია არსებობს, მაგრამ მათგან ყველაზე გამორჩეული მისი დელტა ვარიანტია“, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ სტუმრობისას განაცხადა.

1628015887
ცესკომ თავმჯდომარის
მოადგილედ ოპოზიციური
პარტიის მიერ დანიშნული
წევრი პირველად აირჩია

ცესკომ თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციური პარტ...

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) დღეიდან მუშაობას სრული, 17 წევრის შემადგენლობით იწყებს. ახალი შემადგენლობით კომისია დღეს პირველად შეიკრიბა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

„ეს დოკუმენტი ამოწურული არაა“ - სალომე ზ...

„მიმაჩნდა და მიმაჩნია რომ ეს პროცესი, რომელი დგას ამ დოკუმენტის მიღმა, მიზნები, რომლებსაც ეს დოკუმენტი ისახავს და პრინციპი, რომელსაც ეს დოკუმენტი ეფუძნება, ამოწურული არაა და წარმოადგენს იმ გზას, რომელიც ამ ქვეყანამ უნდა გაიაროს“, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელის დოკუმენტზე და მის ანულირებაზე საუბრისას განაცხადა.

ნიუ-იორკში ვაქცინაციის დამადასტურებელი დ...

ნიუ-იორკში კორონავირუსზე ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სხვადასხვა სივრცეებში როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის სავალდებულო ხდება.

სროლა პენტაგონის მახლობლად სატრანზიტო ცე...

ვაშინგტონში პენტაგონის მახლობლად სატრანზიტო ცენტრში სროლაა, - ამის შესახებ CNN-ი იუწყება.