პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 20 ივნისს ძალიან მძიმე დანაშაული იქნა ჩადენილი, მაგრამ ამ შეტევის მოგერიება შეიძლებოდა უფრო მარტივად

„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე Pia.ge
1623739446
დაკოპირებულია

„20 ივნისს ტყვიების გამოყენება იძულება იყო, რათა მოგერიებულიყო შტურმი პარლამენტზე. შტურმი იყო, ძალიან მძიმე დანაშაული იქნა ჩადენილი, მაგრამ ამ შეტევის მოგერიება შეიძლებოდა უფრო მარტივად“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, როდესაც მან ბაქოდან პრემიერს დაურეკა და დაინტერესდა თუ რა ხდებოდა, პასუხად მიიღო, რომ შტურმის ორგანიზატორები აუცილებლად შევიდოდნენ პარლამენტში და ვერ ახერხებდა პარლამენტის დაცვას.

„მისგან პასუხი მივიღე, რომ ეს შტურმის ორგანიზატორები აუცილებლად შევიდოდნენ პარლამენტში და ვერ ახერხებდა პარლამენტის დაცვას. ეს იყო მისი პოზიცია, რაც მე გამიკვირდა, საერთოდ გაუგებარი იყო მისი ეს პოზიცია, კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ეს იყო შეცდომა თუ შეცდომები მე დამატებით ვეღარ ვიმსჯელებ, რადგან ახალ შეთქმულებაში უნდა გადავიდე,“ - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, იყო ეს შეცდომა თუ დანაშაული და რა შეიძლება ყოფილიყო მოტივი, ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ მოტივს გააჩნია.

„მოტივი შეიძლება ყოფილიყო დაახლოებით ისეთი, რაც იყო 17–18 თებერვალს. ანუ ის შეიძლება მოქმედებდა გარკვეული გავლენებით. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ მას აქვს პირდაპირი კავშირი სააკაშვილთან, იმასთან თუ ამასთან, მე ეს არ ვიცი, ამაში ვერ შევალ, მაგრამ ფაქტია ის, რომ ლოგიკურად არსებობდა გარკვეული გავლენები, 17–18 თებერვალს პირდაპირი დამთხვევა, ორი დღე, ეს წარმოუდგენელი იყო, სხვა შემთხვევებშიც გარკვეული ლოგიკური ჯაჭვი არსებობდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სავარაუდოდ ან შესაძლოა, ის მოქმედებდა გავლენებით“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ გახარიას განცხადებასაც უპასუხა იმის შესახებ, თითქოს 20 ივნისს პარლამენტის შენობა დეპუტატებისგან დაცლილი იყო. „როცა სიმართლე შენს მხარეს არ არის, მაშინ გადადიხარ არაეთიკურ გამონათქვამებზე. სამწუხაროა, როდესაც ყოფილი პრემიერი აკეთებს ამას. თითქმის ყველა დეპუტატი იყო იქ“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ექიმი ნანა გეგეჭკორი

„თავყრილობები და პრევენციის წესების უგულ...

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი საქართველოში გაუარესებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ეხმაურება. მისი თქმით, ასეთ რთულ ეპიდემიოლოგიურ პირობებში დიდი თავყრილობები და პრევენციის წესების უგულებელყოფა მკვლელობაში თანამონაწილეობაა.

1628003327

ვაშინგტონში პენტაგონის მახლობლად სატრანზიტო ცენტრში სროლაა, - ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

1628005921

დიდუბის რაიონის გამგეობა თევდორე მღვდლის ქუჩის N13-ში ავარიულ საცხოვრებელ სახლს ამაგრებს, რომელშიც 56 სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

1628004819

სენაკში პარტია ,,საქართველოსთვის“ ახალი ოფისის გახსნის შემდგომ გიორგი გახარიამ მედიის შეკითხვებს უპასუხა. გახარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თბილისის მერობის კანდიდატზე პარტიას გადაწყვეტილება არ მიუღია და ამ საკითხზე მუშაობს.

1628004080

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, შეუძლებელია ენდო იმ სოციოლოგიურ კვლევას, რომელიც ყველა წინა შემთხვევაში 20-25, ხანდახან კი 30%-ითაც კი ცდებოდა რეალურ შედეგს. ასე გამოეხმაურა ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებს.

1628002812
ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმდჯომარე
მამუკა მდინარაძე Pia.ge

„ნაცმოძრაობა“ და გახარიას პარტია „საქართველოს...

„ეს წარმოუდგენელი ამბავია. გახარიას პარტიას უხარია, რადგან მათთვის 9% ძალიან მაღალია და ეს გაყალბებული მონაცემების შედეგია“, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი

3 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.1048 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1042 ლარი იყო.

„ირანი შეეცდება შეწყვიტოს აშშ-ის ტირანულ...

ირანის მოქმედმა პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისმა განაცხადა, რომ ის აშშ-ის მიერ დაწესებული „ტირანული“ სანქციების მოხსნისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

1627995155
„ქვეყანაში უამრავი პრობლემები გროვდება მ...

„იმ მომენტში როდესაც საქართველომ თავის ნებაზე მიუშვა დელტა შტამი და ამით ტკბება. იმ უამრავ დამატებით პრობლემაზე (ინფიცირებულებზე აღარ არის ლაპარაკი) არც კი არის საუბარი, რასაც კოვიდი იწვევს და რა მძიმე შედეგები მოჰყვება ყველაფერ ამას“, - ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი საკუთარ Facebook-ის გვერდზე წერს.