პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არჩევნები შეიძლება დეკემბერში ჩატარდეს

პარლამენტის წევრი
1592070484
დაკოპირებულია

არჩევნები შეიძლება დეკემბერში ჩატარდეს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

კობახიძის განმარტებით ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ეპიდემიის მეორე ტალღა დაემთხვა არჩევნებამდე, 31 ოქტომბრამდე პერიოდს.

„აციებას უკავშირდება რისკების ზრდა, სამწუხაროდ, ეს ემთხვევა არჩევნების თარიღს. კონსტიტუციის თანახმად, არჩევნები უნდა გაიმართოს 31 ოქტომბერს, მეორე ტური - სამ კვირაში, რაც უწევს დაახლოებით 21 ნოემბერს. როგორი მაჩვენებლებიც არ უნდა გვქონდეს ოქტომბრისთვის, გარკვეული წესი ყველა შემთხვევაში უნდა დადგინდეს. ამაზე ჩვენ უკვე გვაქვს კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან და სხვა სუბიექტებთან, რომლებიც დაინტერესებულები არიან ამ საკითხით - ეს არის ერთი საკითხი, მაგრამ შეიძლება, იყოს ვითარება, როდესაც ასეთი წესების დაცვამ, მაგალითად საარჩევნო უბნებზე პირბადეების ტარებამ და ასე შემდეგ, ამანაც არ მოგვცეს არჩევნების ჩატარების საშუალება, ასეთ შემთხვევაში პასუხს იძლევა კონსტიტუცია - თუ მეორე ტალღა დადგა და დაემთხვა არჩევნებამდე პერიოდს, ამ შემთხვევაში, შეიძლება, აუცილებელი გახდეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. ამაშიც არაფერია ტრაგიკული და თუ ეს მოხდა ოქტომბერში, ამ შემთხვევაში ოქტომბერში არ ჩატარდება არჩევნები, მაგრამ ჩატარდება, პირობითად, დეკემბერში და ეს არსებით საფრთხეს მაინც არ შეუქმნის კონკრეტულ პროცესს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა მართლაც გადაიწიოს არჩევნების ჩატარების თარიღმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თეორიულად ეს შესაძლებელია.

მისივე თქმით, თუ მეორე ტალღა ოქტომბრის შემდეგ იქნება, პრობლემა არ არის, თუმცა ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, მეორე ტურს შეექმნას პრობლემა.

„31 ოქტომბერი არის პირველი ტურის თარიღი, 21 ნოემბერი - მეორე ტურის. თუ 21 ნოემბრამდე არ იქნება მეორე ტალღა, ამ შემთხვევაში ჩვეულებრივად ტარდება არჩევნები, მაგრამ თუ 31 ოქტომბრამდე მოუწია მეორე ტალღა, (საუბარია კონსტიტუციურ მოცემულობაზე) სასწორზე დგას ორი რამ - ერთი არის ეპიდემიურ გავრცელება და ასევე საუბარია იმაზე, რომ მეორე ტალღა შეიძლება, უფრო მძიმეც იყოს, ვიდრე პირველი, ბუნებრივია, არჩევნები შეიძლება გახდეს ეპიდემიის გავრცელების წყარო. მეორე არის - არჩევნების თარიღი. ამ შემთხვევაში პასუხს იძლევა კონსტიტუცია - პასუხი არის შემდეგი - თუ აუცილებელი იქნება პირობითად ოქტომბერში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ეპიდემიის სამართავად, ამ შემთხვევაში ცხადდება საგანგებო მდგომარეობა, გაუქმდება რაღაც პერიოდში და იქედან 45-დან 60 დღემდე ვადაში ტარდება უკვე არჩევნები - ეს შეიძლება იყოს, დეკემბერი, შეიძლება იყოს იანვარი, პროგნოზებზე ვსაუბრობ კონსტიტუციიდან გამომდინარე, თუმცა კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, რომ ეს არ მოხდება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, თუ ოქტომბერში საჭირო გახდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და ის პირობითად, გაუქმდება ერთ თვეში - ნოემბრის დასაწყისში, ამ შემთხვევაში შეიძლება, მაგალითად, დეკემბერში ჩატარდეს არჩევნები - კონსტიტუციის მიხედვით, დეკემბრის ბოლო უწევს, ხოლო მეორე ტური შეიძლება იანვარში მოუწიოს და ეს მოცემულობა შეიძლება დღის წესრიგში დადგეს.

ქართველი ჩოგბურთელი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის ვიცე-ჩ...

ნიკოლოზ ბასილაშვილს ინდიან უელსის მოგებამდე ძალიან ცოტა დააკლდა - ერთადერთი სეტი. ქართველი ჩოგბურთელი 1000-იანი მასტერის ფინალში ბრიტანელ კამერონ ნორის შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში, სამ სეტში, 6:3, 4:6, 1:6 დამარცხდა.

1634537371

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მისი ვიზიტის მიზანი საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციისკენ წინსვლაა,- ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, გიორგი ხელაშვილი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

1634537903

ინდოეთის სამხრეთ ნაწილში, კერალას შტატში წყალდიდობას და მეწყერს 24 ადამიანი ემსხვერპლა. კიდევ 20 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ BBC იუწყება.

1634537869

„აშშ მტკიცედ განწყობილია, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინსვლაში დაეხმაროს“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა.

1634537262

„ვაქცინის გავრცელების უთანასწორობა კორონავირუსის ვარიანტებს განვითარების საშუალებას აძლევს“, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერესმა.

1634536804
ლოიდ ოსტინი

საქართველოში აშშ-ის თავდაცვის მდივნის ოფიციალ...

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკვე საქართველოშია. პენტაგონის ხელმძღვანელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის მინისტრი დახვდა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ამერიკელ კოლეგას საქართველოში ჩამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული ვიზიტი უსურვა.

ზუგდიდში მამუკა წოწერიას მხარდამჭერთა ჯგ...

ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის მამუკა წოწერიას მხარდამჭერთა ჯგუფი შეიქმნა, რომელშიც სხვადასხვა თაობისა და პროფესიის ზუგდიდელები არიან გაერთიანებული. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია ავრცელებს.

კახა კალაძე: ხვალიდან ვიწყებ აქტიურ წინა...

„არ მაინტერესებს ოპონენტის გეგმები, ჩემთვის მნიშვნელოვანია თბილისელებს ავუხსნა, როგორ ვგეგმავ თბილისის განვითარებას. ხვალიდან დავიწყებ აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ნამდვილად არ მიხარია ვინმეს ციხეში გამო...

„სააკაშვილი იმყოფება იქ, სადაც უნდა იყოს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.