მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ზედმიწევნით ვასრულებთ ყველა იმ პუნქტს, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტშია ჩადებული

„ქართული ოცნების“ თავმდჯომარე ირაკლი კობახიძე Pia.ge

„ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი პასუხისმგებლობით, რაც შეეხება ოპოზიციას, ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტი - 8 პარტიიდან, რომელმაც გადალახა ბარიერი, დღემდე 4 პარტია ხელს არ აწერს მიშელის დოკუმენტს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

მისი თქმით, ისინიც კი, ვინც ხელი მოაწერა მიშელის დოკუმენტს, ხშირად არ ასრულებენ მას და ხმას არ აძლევენ იმ კანონებს, რომლებიც ასახულია მიშელის დოკუმენტში.

„ჩვენ ზედმიწევნით ვასრულებთ ყველა იმ პუნქტს, რომელიც არის ჩადებული მიშელის დოკუმენტში, ამას ვაკეთებთ პრაქტიკულად რადიკალური ოპოზიციის გარეშე. მაქსიმალურად ვცდილობთ და ვცდილობდით მათი მონაწილეობით ამის გაკეთებას. არის რამდენიმე პარტია, ვისაც არ აქვს ეს თვითმიზანი, რომ მუდმივად არეულობა შემოიტანოს პროცესებში.

მათთან ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ და მათი ჩართულობა ძალიან პროდუქტიულია ამ პროცესებში. რაც შეეხება კონკრეტულ სუბიექტებს, რომლებიც ან ხელს არ აწერენ დოკუმენტს, ან აწერენ და მერე არ ასრულებენ, მათ ჩვენ ვერ შევცვლით. ამის მიუხედავად, ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი პასუხისმგებლობით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.