პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: იქიდან გამომდინარე, რომ რიგგარეშე არჩევნების საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა, გახარიას პარტია დარჩა უფუნქციოდ​

„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე Pia.ge
1627842786
დაკოპირებულია

„ჩვენმა გადაწყვეტილებამ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა ორი პოლიტიკური ძალა. ეს არის „ნაცმოძრაობა“, რომელიც ამ შეთანხმების ანულირებაში მთავარი დამნაშავე იყო და მეორე, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა გახარია“, - ამის შესახებ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით ყოფილი პრემიერის პარტიამ „ფუნქცია დაკარგა“.

„მისი პარტია შეიქმნა ერთადერთი მიზნით - რომ დახმარებოდა „ნაცმოძრაობას“ რომ „ქართულ ოცნებას“ 43% ვერ აეღო. იქიდან გამომდინარე, რომ რიგგარეშე არჩევნების საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა, გახარიას პარტია დარჩა უფუნქციოდ და ეს აყენებს მათ მძიმე მდგომარეობაში“, - განაცხადა კობახიძემ.

მან რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის წინაპირობებზეც ისაუბრა.

„ყველაფერი დამოკიდებული არა თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე, არამედ იმაზე თუ როგორ განვითარდება ქვეყანაში პარტიული სპექტრი და პოლიტიკური სისტემა. თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ნებისმიერი რიგგარეშე არჩევნები მოგვცემს ჯანსაღი კოალიციური მმართველობის ჩამოყალიბების საშუალებას, ასეთ შემთხვევაში მზად ვართ ნებისმიერ დროს გადავდგათ ეს ნაბიჯი, თუმცა ეს არ იქნება დამოკიდებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე.

ეს შედეგი შეიძლება იყოს 3%-დან დამთავრებული 63%-მდე. ეს ვერ იქნება განმსაზღვრელი, განმსაზღვრელი იქნება ის, თუ რამდენად წაადგება ნებისმიერი რიგგარეშე არჩევნები ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებას“, - განაცხადა კობახიძემ.

28 ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

17 სექტემბერი

რუსეთის საპარლამენტო არჩევნები, ცნობილი...

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 17 სექტემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

„პლაგიატობა, ანუ ყვარყვარიზმი გაუგია გახარიას რა არის? სხვისი გაკეთებულის მიკუთვნება და მისაკუთრება“, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი გახარიას განცხადება, რომლის თანახმად, საქართველოში ვაქცინები მისი პრემიერ-მინისტრობის დროს გაფორმებული კონტრაქტების შესაბამისად შემოვიდა.

1631912482

„ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციაზე - შარიანი ბავშვები თქვენ თუ გინახავთ ბავშვობაში, უბანში, მეზობლად, როდესაც აგებს ყოველთვის, მაგრამ ჟინიანობს, არ აღიარებს შედეგებს, მანამ სანამ არ მოიგებს და ვერ მოიგებენ, იმიტომ, რომ ხალხი არ დაუშვებს ამას - აგებენ და წააგებენ ყოველთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631912247

„მე პირადად მოვიარე 63 მუნიციპალიტეტი და პირადად წარვადგინე ჩვენი მერობის კანდიდატები. ყველგან ვიყავი ჩასული. ძალიან მაგარი განწყობაა იმ მიმართულებით, რომ ჩვენი პარტია და პარტიული აქტივი არის ძალიან მობილიზებული და ამ მიმართულებით ძალისხმევა არ მოვაკელით. ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ვიგებთ არჩევნებს და ამას წინ ვერავინ ვერ დაუდგება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.

1631911817

„ჩვენ დავიწყეთ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და უპრეცედენტო ზრდა გვაქვს რეგიონში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631911564
თავდაცვის მინისტრი

მიშელის შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლიტი...

„შარლ მიშელის შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლიტიკური შეთანხმების გაფორმება და პოლარიზების შემცირება, 100 დღე ველოდეთ ოპოზიციას, რომლებიც აგრძელებდნენ საბოტაჟს, გვაყენებენ შეურაცხყოფას ჩვენ, პრეზიდენტ მიშელს, ამერიკის მთავრობას და შეთანხმებას არ აწერდნენ ხელს, ამიტომ გავედით შეთანხმებიდან და აღვადგინეთ ჩვენი დარღვეული უფლებები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„ქართული ოცნების“ დროს ყველა კრიზისი შექ...

„რეალურად, „ქართული ოცნების“ დროს ყველა კრიზისი შექმნა გახარიამ, ყველა კრიზისი, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან დიდი ფასი გადაიხადა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როცა ჩვენი მოსახლეობის 80% სააკაშვილის მ...

„როცა ჩვენი მოსახლეობის 80% სააკაშვილის მოწინააღმდეგეა, რა პრობლემაზეა საერთოდ საუბარი?! არეულობით იმუქრებიან?! ჩვენს ქვეყანაში ვინც არეულობას გაბედავს, კანონით მინიჭებული ძალით და უფლებით სახელმწიფო საკადრის პასუხს გასცემს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ძალიან მინდა, ჩამოვიდეს და ერთხელ და სამ...

„ნამდვილად არ მჯერა, რომ სააკაშვილი გაბედავს და ჩამოვა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.