პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მე-9 მოწვევის პარლამენტმა ფუნდამენტური საკონსტიტუციო რეფორმა გაატარა

უმრავლესობის წევრი
1592733427
დაკოპირებულია

საქართველოს პარლამენტის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მე-9 მოწვევის პარლამენტმა ფუნდამენტური საკონსტიტუციო რეფორმა გაატარა.

პოლიტიკოსის თქმით, მმართველმა გუნდმა მიიღო კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომლითაც დადგინდა ევროპული ტიპის კლასიკური საპარლამენტო მმართველობის სისტემა და სწორედ ამ რეფორმის ფარგლებში იქნა მიღებული პრინციპული გადაწყვეტილება სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

პლენარულ სხდომაზე საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროეტქის წარდგენისას.

მისი თქმით, ახალი კონსტიტუცია უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის გრძლვადიან დემოკრატიულ, სტაბილურ განვითარებას. მისივე თქმით, წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში ცვლილებების შეტანას.

„საუბარია ერთჯერად რეგულაციაზე, რომელიც იმოქმედებს შემდეგი მოწვევის პარლამენტის ასარჩევად. ერთჯერადად არის დადგენილი შერეული საარჩევნო სისტემა ახალი პროპორციით და გადანაწილებით - 120/30-ზე“, - განმარტა მომხსენებელმა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიღწეული იქნა შეთანხმება პოლიტიკურ პარტიებს შორის საერთაშორისო პარტნიორების თანდასწრებით. მისივე განცხადებით, კანონპროექტით  პოლიტიკური პარტიებისთვის დადგენილია 1%-იანი საარჩევნო ბარიერი, ასევე დადგენილია დიფერენცირებული ბარიერი საარჩევნო ბლოკებისთვის: რამდენი პარტიაც შედის საარჩევნო ბლოკში, იმდენი პროცენტის აღება სჭირდება ბლოკს იმისთვის, რომ ბარიერი გადალახოს და მანდატები მოიპოვოს.

„დადგენილია ფორმულა, რომლის მიხედვითაც მანდატები დანაწილედება თითოეულ პოლიტიკურ პარტიაზე. ეს ფორმულა შეესაბამება კონსტიტუციის ძირითად დებულებებში ასახულ ფორმულას. გაუნაწილებელი მანდატები (ასეთი შეიძლება დარჩეს 1-2) გადანაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებსაც უდიდესი ნაშთი აქვთ მიღებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი ინფორმაციით, დადგენილია ე. წ. ჩამკეტი მექანიზმი, რომლის მიხედვითაც, პარტიის მიერ მიღებული მანდატების პროცენტული წილი არ უნდა აღემატებოდეს მის მიერ მიღებული ხმების პროცენტული წილისა და ამ წილის ¼-ის ჯამს. მისივე თქმით, დადგენილია ასევე 30 მაჟორიტარული საარჩევნო ბლოკი. აქედან თბილისში შექმნილია 8 ოლქი. ერთი რაიონი არის 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი. გამონაკლისებია მთაწმინდა-კრწანისი და დიდუბე-ჩუღურეთი, რომლებიც წარმოდგენილია ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქად. ირაკლი კობახიძის განმარტებით, აღმოსავლეთ საქართველოში შექმნილია 10 , ხოლო დასავლეთ საქართველოში - 12 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

„ოლქების გადანაწილება ეფუძნება ევროპის საბჭოს რეკომენდაციას, რომლის თანახმად, გადახრა არ უნდა აღემატებოდეს 15 %-ს საშუალო მაჩვენებლიდან, გამონაკლისი შეიძლება იყოს გათვალისწინებული მაღალმთიანი რეგიონებისთვის და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული ოლქებისთვის“, -აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, განსაზღვრულია პარტიების რეგისტრაციის დროებითი წესი.

„პარტიას არჩევნებში მონაწილეობისთვის ესაჭიროება 25 000 ხელმოწერის წარმოდგენა, ამ შემთხვევაში კი ერთჯერადად პარტია წარადგენს 5000 ამომრჩევლის ხელმოწერას. ხელმოწერების წარდგენის ვალდებულებისგან მთლიანად თავისუფლდება ყველა ე. წ. კვალიფიციური პარტია ( ასეთი დღევანდელი მდგომარეობით არის 19) და ის პარტიები, რომლებსაც ბოლო არჩევნებში მიღებული აქვთ 15 000 ხმა დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში“,- განაცხადა მომხსენებელმა.

კანონპროექტით დადგენილია ასევე გადრდამავალი დებულება, რომლის თანახმად, თუ 2024 წლამდე ჩატარდება პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები, ის ამავე სისტემით გაიმართება, მაგრამ პარლამენტი აირჩევა არა 4 წლის, არამედ უფრო მცირე ვადით. კერძოდ, პარლამენტს უფლებამოსილება გაუვა 2024 წლის ოქტომბერში და მორიგი არჩევნები ჩატარდება2024 წლის ოქტომბერში.

 „ეს ნორმა მიზნად ისახავს ყოველგვარი მანიპულაციის თავიდან აცილებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​

სააკაშვილი უკრაინულ
გაზეთს პასუხობს

„ჩხრეკას ვერ ვიხსენებ, თვითონ ამოვალაგე...

„ჩხრეკას ვერ ვიხსენებ. თვითონ ამოვალაგე ჯიბიდან ნივთები - პოლიციელები ძალიან მოწიწებით მეპყრობოდნენ, მოახლოებასაც ვერ ბედავდნენ“ - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მსჯავრდადებულმა მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველთან“ წერილობით ინტერვიუში აღნიშნა.

„ჩვენ ვართ ძალა, რომელიც ადამიანებისგან შედგება და ადამიანს, რა თქმა უნდა, მმართველობისას შეიძლება, მოუვიდეს შეცდომა“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

1634412996

მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირების ინფორმაციით, 15 ოქტომბერს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში, მუშა დაშავდა, რომელიც 16 ოქტომბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

1634412630

გიგი უგულავა იზოლაციის წესების დარღვევისთვის 2 000 ლარით დაჯარიმდა.

1634409865

დიდ დიღომში, თავდადებულის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

1634405135
დედის რძეში კორონავირუის
შემდეგ ანტისხეულები 10
თვის განმავლობაში რჩება

დედის რძეში კორონავირუსის შემდეგ ანტისხეულები...

„კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ ანტისხეულები დედის რძეში სულ მცირე ათი თვის განმავლობაში რჩება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარდიანი ავრცელებს.

1634404573
ედიშერ გვენეტაძე: რუსთავის ციხესთან სპონ...

„რუსთავის ციხესთან სპონტანურად ჩატარებულმა დღევანდელმა აქციამ მკაფიოდ უჩვენა მტერს და მოყვარეს, რომ არავინ არ აპირებს კაცისმკვლელთა, ადამიანების გამაუპატიურებელთა, მწამებელთა ბელადის ნიანგის ცრემლების ღვრის გულზეხელდაკრეფილი ყურებას!” - ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციას.

მიზანმიმართული თუ არ არის, ბოდიში მაინც...

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი გიორგი თუხარელი „ტვ პირველის“ ეთერში გასულ ანონსს ეხმაურება, რომლის თანახმად ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა და გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ წამყვანმა ნოდარ მელაძემ გადაცემის ანონსში განაცხადა, რომ პირი, რომელიც შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს ბათუმის ტრაგედიის პერიოდში გვერდში ედგა, ბიზნესმენი გია ჭყონია იყო, თუმცა, აღნიშნული პიროვნება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი გახლდათ.

საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორ...

საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ოფიციალურად ამოქმედდა ე.წ. დიაგონალური კუმულაცია, რაც საშუალებას იძლევა საქართველოში თურქული ნედლეულით წარმოებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით განხორციელდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.