მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი კობახიძე მზად არის გახარიას წინააღმდეგ ჩვენება მისცეს

ირაკლი კობახიძე pia.ge

„თუ იქნება კითხვები, იქნება პასუხები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ყოფილი პრემიერის, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას შესახებ საუბრისას განაცხადა.

„გამოძიება არის სამართალდამცავი ორგანოების ფუნქცია, თუ რაიმე კითხვა იქნება, რა თქმა უნდა ყველა კითხვას გაეცემა პასუხი“, - აცხადებს კობახიძე.

ჟურნალისტის კითხვაზე გამოძიებისთვის რისი მიწოდება შეუძლია მას, კობახიძე ამბობს, რომ „ყველაფრის“.

ინფორმაციისთვის, 29 მაისს ექსპრემიერ გახარიას პარტიის პრეზენტაცია გაიმართა. ყოფილი პრემიერის პარტიის წევრები პროკურატურას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებებთან დაკავშირებით უჩივიან.

🔴 გახარიას გუნდის წევრებს პროკურატურაში განცხადება შეაქვთ

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „ფსევდოოპოზიციური ძალის შექმნასთან გვაქვს საქმე“ - ჯაფარიძე გიორგი გახარიას პარტიაზე

🔴 გია ხუხაშვილი: გახარია ორთქლმავალია

🔴 გიორგი გახარიამ რეიტინგი გუნდური თამაშის შედეგად მოიპოვა, ეს პიროვნული რეიტინგი არ არის - კახა კახიშვილი