პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ნინოწმინდის პანსიონზე - ეს თემა უნდა დარჩეს აქტუალური ვიდრე ბოლომდე არ გაირკვევა, რომ ყველა ბავშვი არის უსაფრთხოდ“

„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე Pia.ge
1623741424
დაკოპირებულია

„ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველი უნდა შესულიყო და შევიდეს, ეს არის მისი კონსტიტუციური და სამართლებრივი პრეროგატივა. ეს თემა უნდა დარჩეს აქტუალური ვიდრე ბოლომდე არ გაირკვევა, რომ ყველა ბავშვი არის უსაფრთხოდ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში ნინოწმინდის პანსიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველი უნდა შევიდეს, ეს არის მისი კონსტიტუციური და სამართლებრივი პრეროგატივა. რაც შეეხება იმას, სახალხო დამცველის არშეშვება იძლევა თუ არა იქ სპეცოპერაციის ჩატარების ან პანსიონის დახურვის საფუძველს, კობახიძის თქმით, არ იძლევა სამართლებრივად.

მისივე თქმით, ნიკა მელიას შემთხვევაში სხვა ვითარება იყო.

„მას ჰქონდა ჩადენილი კონკრეტული სავარაუდო დანაშაული, არ გადაიხადა გირაო, გამოიწვია სახელმწიფო და კანონი იყო აღსასრულებელი პირდაპირი ფორმით. ანუ, სხვადასხვა სამართლებრივი მოცემულობა იყო. ფაქტთან დაკავშირებით საქმე აღძრულია. ამ ეტაპზე არ არსებობს არავითარი მტკიცებულება დანაშაულთან დაკავშირებით. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყურადღება უნდა მოვადუნოთ. შეიძლება რამე შემეშალოს, მაგრამ როგორც ვიცი სახალხო დამცველი არ შეშვება არ ნიშნავს სისხლის სამართლის დანაშაულს. ის, რომ საპატრიარქოს არ უნდა დაუპირისპირდეს ხელისუფლება ეს არის ძალიან მარტივი რამ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ეს თემა არის ძალიან დიდი ყურადღების ქვეშ. ჩვენი დეპუტატები იყვნენ ჩასული და დარჩნენ. მადლობა ეკუთვნის მედიის ყველა წარმომადგენელს, რომელმაც ამაზე აქტიურად საუბარი დაიწყო, იმიტომ რომ თუ ოდნავი ეჭვიც კი არსებობს ბავშვებთან დაკავშირებით, ბავშვებს როცა ეხება საქმე, ბუნებრივია ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებული ყურადღება და ჩარევაც არის მნიშვნელოვანი. გუშინაც გაიმართა, დღესაც თუ არ ვცდები, მათ შრის საპატრიარქოში შეხვედრები. ეს თემა უნდა დარჩეს აქტუალური ვიდრე ბოლომდე არ გაირკვევა, რომ ყველა ბავშვი არის უსაფრთხოდ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სახალხო დამცველის შესვლა ნებისმიერ ასეთ დაწესებულებაში როდესაც ეს ინტერესი არსებობს არის კონსტიტუციის და კანონის მოთხოვნა და ამის აღსრულება მნიშვნელოვანია. ჩვენ გვქონდა მასთანაც კონსულტაციები, ყველასთან კონსულტაციები და ამის აღსრულება ალბათ შესაძლებელია და გვექნება ბუნებრივია ამასთან დაკავშირებით საუბარი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ექიმი ნანა გეგეჭკორი

„თავყრილობები და პრევენციის წესების უგულ...

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი საქართველოში გაუარესებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ეხმაურება. მისი თქმით, ასეთ რთულ ეპიდემიოლოგიურ პირობებში დიდი თავყრილობები და პრევენციის წესების უგულებელყოფა მკვლელობაში თანამონაწილეობაა.

1628003327

დიდუბის რაიონის გამგეობა თევდორე მღვდლის ქუჩის N13-ში ავარიულ საცხოვრებელ სახლს ამაგრებს, რომელშიც 56 სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

1628004819

სენაკში პარტია ,,საქართველოსთვის“ ახალი ოფისის გახსნის შემდგომ გიორგი გახარიამ მედიის შეკითხვებს უპასუხა. გახარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თბილისის მერობის კანდიდატზე პარტიას გადაწყვეტილება არ მიუღია და ამ საკითხზე მუშაობს.

1628004080

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, შეუძლებელია ენდო იმ სოციოლოგიურ კვლევას, რომელიც ყველა წინა შემთხვევაში 20-25, ხანდახან კი 30%-ითაც კი ცდებოდა რეალურ შედეგს. ასე გამოეხმაურა ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებს.

1628002812

„ეს წარმოუდგენელი ამბავია. გახარიას პარტიას უხარია, რადგან მათთვის 9% ძალიან მაღალია და ეს გაყალბებული მონაცემების შედეგია“, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

1628002471
„ქართული ოცნების“
აღმასრულებელი მდივანი
მამუკა მდინარაძე, პარტია
„საქართველოსთვის“
დამფუძნებელი გიორგი
გახარია Pia.ge

გახარია ამბობს, რომ წარსულზე არ ისაუბრებს, მა...

„თუ გიორგი გახარია საუბრობს ღირსებაზე და ამბობს, რომ წარსულზე საუბარი არ სურს, მაშინ გაიხსენოს, რაც იკადრა რამდენიმე კვირის წინ, როდესაც თქვა, რომ 20 ივნისს პარლამენტარები კურდღლებივით დაიმალნენ. ოღონდ ეს კი არ მოყვა, არამედ მოიტყუა კიდეც. ანუ წარსულზე კი არ ისაუბრა, არამედ ტყუილი მოიგონა და ასეთი რამ აკადრა ყოფილ თანაგუნდელებს და პირადად მეც“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ირანი შეეცდება შეწყვიტოს აშშ-ის ტირანულ...

ირანის მოქმედმა პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისმა განაცხადა, რომ ის აშშ-ის მიერ დაწესებული „ტირანული“ სანქციების მოხსნისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

1627995155
„ქვეყანაში უამრავი პრობლემები გროვდება მ...

„იმ მომენტში როდესაც საქართველომ თავის ნებაზე მიუშვა დელტა შტამი და ამით ტკბება. იმ უამრავ დამატებით პრობლემაზე (ინფიცირებულებზე აღარ არის ლაპარაკი) არც კი არის საუბარი, რასაც კოვიდი იწვევს და რა მძიმე შედეგები მოჰყვება ყველაფერ ამას“, - ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი საკუთარ Facebook-ის გვერდზე წერს.

„დიახ, ღია წერილით მივმართეთ რუსეთის ფედ...

„უნდა ვიხელმძღვანელოთ ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია არამტრული რეჟიმი რუსეთთან“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.