პოლიტიკა

ირაკლი კოვზანაძემ მთავრობას ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებისკენ მოუწოდა

სადინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტის თავმჯდომარე
1623427628
დაკოპირებულია

„მთავრობამ და ფინანსთა სამინისტრომ, უნდა გამოიყენოს დაჩქარებული ეკონომიკური ზრდით გამოწვეული შესაძლებლობები და ბიუჯეტის კორექტირებისას მაქსიმალურად შეამციროს დეფიციტის მაჩვენებელი, რომელიც დღეს 7.6%-ს აღწევს“, - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება მნიშვნელოვანია ფისკალური და მონეტარული სტაბილურობისთვის და მდგრადი ეკონომიკური ზრდის საფუძვლის შესაქმნელად.

მან რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის ერთ-ერთი საგადასახადო შეღავათებს ეხებოდა. კომიტეტის თავმჯდომარე შეღავათების მომხრე არ არის და მოუწოდებს მთავრობას შეისწავლოს და გააანალიზოს არსებული საგადასახადო შეღავათების ეფექტიანობა, სარგებლიანობა.

„ვიცით, რომ ფინანსთა სამინისტროს დაწყებული აქვს საგადასახადო შეღავათების ეფექტიანობის ანალიზი. მე ზოგადად შეღავათებს მომხრე არ ვარ, მით უმეტეს როცა შეღავათები ბიუჯეტს და მოსახლეობას ძვირი უჯდება, შედეგი კი ან არაა, ან მინიმალურია. დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი და ვისაც დახმარება სჭირდება დავეხმაროთ სუბსიდიით, სუბვენციით, გრანტით, კრედიტით და ა.შ. ასე უფრო სამართლიანი იქნება და ეფექტიანიც“, -აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

მოსალოდნელი ამინდის
პროგნოზი

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

იემენის სანაპიროსთან მეთევზეებმა, 25 მიგრანტი ადამიანის ცხედარი იპოვეს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

1623703989

„ნოვოვაქსის“ ვაქცინამ 90%-ზე მეტი ეფექტიანობა აჩვენა, - ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

1623703144

სხვადასხვა სამუშაოს გამო 15 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

1623701841

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჯო ბაიდენთან პირველი პირისპირ საუბარი ოპტიმისტურად შეაფასა, - ამის შესახებ როიტერი იუწყება.

1623701123
„ქართული ოცნების“
აღმასრულებელი მდივანი
ირაკლი კობახიძე

გიორგი გახარია თავს არიდებს პასუხს კითხვაზე,...

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გიორგი გახარია თავს არიდებს პასუხს კითხვაზე, რაში სჭირდებოდა ორი-სამი დღე. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიი...

„21 ივნისს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის ფარგლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, თამარ ჟვანიასთან შეხვედრა იგეგმება“, - აღნიშნა საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ.

1623696536
ტედროს ადანომ გებრეისუსი მიესალმება „დიდ...

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი მიესალმება „დიდი შვიდეულის“ გადაწყვეტილებას კოვიდვაქცინის 870 მილიონი დოზის გამოყოფის შესახებ.

ბათუმში ხანძარი ლოკალიზებულია

ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში, გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.