პოლიტიკა

ISFED ისევ არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულეს - დავით ჩიხელიძე

დემოკრატიული ცვლილებების
ცენტრის ხელმძღვანელი
დავით ჩიხელიძე Pia.ge
1632419153
დაკოპირებულია

„ISFED-მა საარჩევნო გარემოს კვლევა გამოაქვეყნა, სადაც ისინი ტრადიციას არ ღალატობენ და ანგარიშში მრავლად არის ნახსენები სიტყვა სავარაუდოდ. მათ ანგარიშებს ლაიტ მოტივად, სწორედ ბუნდოვანება და ვარაუდი გასდევს“, - ამ სიტყვებით ეხმაურება დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ISFED-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას.

ჩიხელიძე ISFED-ს საარჩევნო გარემოს ობიექტურად შეფასებისკენ მოუწოდებს:

„საგულისხმოა ანგარიშში არსებული საკითხები, როდესაც საუბარი მმართველი გუნდის წარმომადგენელს ეხება. ისინი კონკრეტულ პარტიას (ქართულ ოცნებას) ასახელებენ, ხოლო როცა საუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს შეეხება, პარტიის დასახელებისგან თავს იკავებენ. ასე მაგალითად, მათ ვრცლად ისაუბრეს „ქართული ოცნების“ კანდიდატების შესახებ, მაგრამ კირთაძეზე, რომელიც (ცესკოს წევრი) „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენს“, ბუნდოვნად, პარტიის დასახელების გარეშე ისაუბრეს. უფრო შორს წავიდნენ, ფაქტის მოკვლევის ნაცვლად ეს ინფორმაცია, „ოცნების“ მიერ მოწოდებულად გამოაცხადეს, „ისინი ამბობენ და ჩვენ ვერც კის ვიტყვით და ვერც არასო“.

ეს არის ორმაგი სტანდარტი. ისინი საკუთარი დამფინანსებლის ღია კრიტიკას ვერ ბედავენ. იმის ნაცვლად, რომ რეალური საქმე გააკეთონ, საბოლოო ჯამში უბნის წევრებს დასდევენ, რომლებსაც 300 ლარი აქვთ ხელფასი. მათი აბსოლუტური უმრავლესობა პატიოსნად ემსახურება თავის საქმეს და ერთ ადამიანს სადღაც, რომ იპოვიან ანგარიშში მთავარ გვერდზე სვამენ - აი, რა ფაქტი ნახეს... ხომ არ სჯობს რეალურად მიხედოთ საქმეს და საარჩევნო გარემო ობიექტურად შეაფასოთ?“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

PIA.GE-ს დღიური

სააკაშვილის მიმართვა, გარდაცვლილი პატიმრ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

აშშ 8 ოქტომბრის შემდეგ სრულად ვაქცინირებული 33 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრებს ხსნის. ამის შესახებ BBC იუწყება.

1634366016

თბილისი პრაიდის დამფუძნებელი გიორგი თაბაგარი და მასთან ერთად დაკავებული რამდენიმე აქტივისტი გაათავისუფლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას თავად თბილისი პრაიდი ავრცელებს.

1634365539

„თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და მასთან მყოფი რამდენიმე პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი ანა სუბელიანი ავრცელებს.

1634330674

„წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მე ვიყავი მერობის ერთადერთი კანდიდატი, რომელიც ავარიული სახლების პრობლემებზე საუბრობდა“, - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის ეთერში განაცხადა.

1634326133
ევაკუაცია ბათუმში

ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის მიმდებარედ მოსახ...

ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის მიმდებარედ მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაცია მიმდინარეობს.

თურნავა: საქართველოს, ევროკავშირსა და თუ...

„ევროკავშირს, საქართველოსა და თურქეთს შორის ე.წ. „დიაგონალური კუმულაციის“ ამოქმედება მკვეთრად გაზრდის იმ პროდუქციის ასორტიმენტს, რომელთა გატანაც ევროკავშირში თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით იქნება იქნება შესაძლებელი. განსაკუთრებით, ეს შეეხება ტექსტილს, ავეჯს, სამშენებლო მასალებს, პლასტმასს, ფოლადის ნაწარმს, ქაღალდსა და მუყაოს და სხვ. გარდა ამისა, ასეთი შეთანხმების ამოქმედება წაახალისებს ინვესტიციებს თურქეთიდან, ხელს შეუწყობს ერთობლივი კომპანიების ჩამოყალიბებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას,“ - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ე.წ. „დიაგონალური კუმულაციის“ შეთანხმების ოფიციალურ ამოქმედებასთან დაკავშირებით განაცხადა.

სრული მობილიზება არ გვქონდაო რომც თქვან,...

„სრული მობილიზება არ გვქონდაო, რომც თქვან, არავინ დაუჯერებს - კოვიდიანებიც კი იდგნენ ტრიბუნასთან“, - წერს სოციალურ ქსელში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი და 14 ოქტომბრის აქციის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.

„ჩემთვის არასოდეს არავის არაფერი დაუკვეთ...

პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული აკო ჭელიძე ამბობს, რომ მისთვის არასოდეს არავის არაფერი დაუკვეთავს.