მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ისტორიის ის ფურცელი, როდესაც არჩევნები არის ცემა-ტყეპა, უნდა დაიხუროს“ - ელენე ხოშტარია

 ელენე ხოშტარია

„დღეს ჩვენ ვნახეთ ის, რისი შეცვლაც გვინდა ამ ქვეყანაში“, - ასე გამოეხმაურა რუსთავში მომხდარ ინციდენტს პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია.

„დღეს ჩვენ ვნახეთ ის, რისი შეცვლაც გვინდა ამ ქვეყანაში. ისტორიის ის ფურცელი, როდესაც არჩევნები არის ცემა-ტყეპა, უნდა დაიხუროს. კოალიციის სახელით, მინდა ხაზი გავუსვა, რომ მშვიდობიანი ცვლილების ჩვენს პრინციპს ვერაფერი შეცვლის. ჩვენ გავაგრძელებთ მოქალაქეებზე ზრუნვას. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, მოქალაქეს რა პოლიტიკური პოზიცია აქვს ან რომელი პარტიის აქტივისტია. აბსოლუტურად ყველა მოქალაქის გვერდით ვიქნებით. ამ არჩევნებს ბოლომდე მშვიდობიანად მივიყვანთ“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.