მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„იწყება გადატვირთვა ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში“ - ლევან იოსელიანი

„მოქალაქეების“ წევრი

უკრაინაში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი მიმდინარეობს. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტიდან ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანია წარმოდგენილი.

როგორც მან განაცხადა, ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში გადატვირთვა იწყება.

„იწყება გადატვირთვა იმ პრობლემის შემდეგ, რაც იყო ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რაც აზიანებდა, რა თქმა უნდა, ამ ურთიერთობას.

ვაპირებ ინფორმაცია მივაწოდო იმ კრიზისის შესახებ, რომელიც იყო საქართველოში და დასრულდა“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

მისი თქმით, ფაქტორი, რომლის გამოც საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში პრობლემა შეიქმნა კვლავ არსებობს, თუმცა ამაზე ყურადღების გამახვილება საჭირო არ არის.

„ფაქტორი, რომელიც წინააღმდეგობრივია დღესაც არის, მაგრამ სახელმწიფო ურთიერთობების დონეზე ამაზე ყურადღების გამახვილება არ არის მნიშვნელოვანი. ახლა მთავარია ურთიერთობები დალაგდეს“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

შეგახსენებთ, რომ დღემდე, 15 წლის განმავლობაში, საქართველოს პრეზიდენტის უკრაინაში ვიზიტი არ შემდგარა.

ინფორმაციისთვის, უკრაინაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გამოიწვიეს.

თეიმურაზ შარაშენიძემ უკრაინაში დიპლომატიური სამუშაო მიმდინარე წლის 21 აპრილს განაახლა.