მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯაფარიძე: დიალოგის ტექნიკურ დეტალებში არ შევალ, რადგან ამით შესაძლოა დავაზიანო მოლაპარაკების პროცესი

ჯაფარიძე მოლაპარაკების შესახებ საუბრობს

9 ოპოზიციური პარტიის შეხვედრა აშშ-ის ელჩთან დასრულდა. ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.

„პირველი შეხვედრა იყო და ამისთვის მადლობა აშშ-ის და ევროკავშირის ელჩს. ამ შეხვედრაზე იყო პოზიციების გაცვლა.

ოპოზიციურმა პარტიებმა მოვყევით ჩვენი ხედვა, როგორ ვაფასებთ ჩატარებულ არჩევნებს და ჩვენი პოზიცია იყო ის, რაც არაერთხელ გვაქვს გაცხადებული. აგრეთვე იყო ხელისუფლების მხრიდანაც არჩევნების შეფასება“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისი თქმით, ერთადერთი რაზეც შეთანხმდენენ, იყო ის, რომ კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება.

„ატმოსფერო ისეთია, რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც უნდა განიმუხტოს და გარკვეული ტიპის პოლიტიკური შეთანხმებაა მისაღწევი.

შეხვედრის ტექნიკურ დეტალებში არ შევალ, რადგან ამით შესაძლოა დავაზიანო მოლაპარაკების პროცესი და ამას არ გავაკეთებ არცერთ შემთხვევაში“, - დასძინა ზურაბ ჯაფარიძემ.

📌 ცნობისთვის, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახეს, პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 გიორგი ვაშაძე: კომპრომისზე საუბარი ნაადრევია

👉 ინაშვილი: კარგი იქნება თუ დიალოგს დავასრულებთ პოზიტიური შედეგით