მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჯერ მოვუსმინოთ კაცს, რას იტყვის, როგორ იტყვის“ - ღარიბაშვილი გახარიაზე

 აშშ-ს სენატში გაკეთებული შეფასებები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ამერიკისთვის საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია რეგიონში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტების მიერ მისი წინამორბედის სამომავლო გეგმებზე დასმული კითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ არ იცის, რას აპირებს გიორგი გახარია.

„გიორგი იყო 8 წლის განმავლობაში ბიზნეს ომბუდსმენი, შემდეგ იყო ეკონომიკის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და პრემიერ მინისტრი, მე არ ვიცი, არ მაქვს ინფორმაცია თუ რას აპირებს, ჯერ მოვუსმინოთ კაცს, რას იტყვის, როგორ იტყვის, შემდეგ გეტყვით ჩვენს შეფასებებს“ - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. 22 მარტს კი განაცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებს და არც პოლიტიკიდან მიდის.

გადაწყვეტილების მიზეზად მან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების თარიღსა და ფორმასთან დაკავშირებით გუნდთან შეუთანხმებლობა დაასახელა.

გიორგი გახარიამ პრემიერის პოსტი პირველად 2019 წლის 8 სექტემბერს დაიკავა. მეორე ჯერზე კი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობა პარლამენტმა 2020 წლის 24 დეკემბერს დაამტკიცა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „არსად წასვლას არ ვაპირებ, არც პოლიტიკიდან წავალ“

👉 „გახარია ჯერ მოვიდეს პოლიტიკაში და მერე მოგახსენებთ ჩემს აზრს“

👉 „ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეძლებს გახარია თავისი დამოუკიდებლობის დასაბუთებას“