მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯიმ რიში: გვეგონა 2012 წლის არჩევნები საქართველოში ახალი ეტაპის დასაწყისი იქნებოდა, მაგრამ რეგულარულად იმედგაცრუებული ვართ

სენატორი

„მე და კომიტეტის სხვა წევრები იმედგაცრუებულები ვართ იმის გამო, რაც საქართველოში ხდება. სენატორი შაჰინი და მე ვიმყოფებოდით საქართველოში 2012 წელს, როდესაც იქ არჩევნები ჩატარდა. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს იქნებოდა ახალი ეტაპის დასაწყისი, მაგრამ მას შემდეგ ჩვენ რეგულარულად იმედგაცრუებულები ვართ იმით, რაც ქვეყანაში ხდება“, - ამის შესახებ სენატორმა ჯიმ რიშმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, შეშფოთებულია იმის გამო, რომ საქართველოში 5 ივლისს 50-ზე მეტ წარმომადგენელს სცემეს.

იგი ასევე გამოეხმაურა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნას და განაცხადა, რომ ეს 19 აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგება.

ინფორმაციისთვის, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი საქართველოში მიმდინარე მოვლენები იყო.