მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯოჯოხეთში უნდა ჩაგყაროთ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიო - ჯოჯოხეთში ჩაყრა შერიგებას ნიშნავს? - ალეკო ელისაშვილი

ელისაშვილი

„იმის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მოვა და ყველაფერი იდეალურად იქნება არ მჯერა, მჯერა იმის, რომ „დედას უტირებს“ ქვეყანას“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი არ არის ფრთიანი ანგელოზი.

ელისაშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გულწრფელი არ არის, როდესაც შერიგებაზე საუბრობენ.

„ამ მჯერა, რომ რომელიმე მხარე გულწრფელია, როდესაც შერიგებაზე ლაპარაკობს. არაგულწრფელად ლაპარაკობს, არაფერი ეტყობა, რომ სააკაშვილი მზად არის შერიგებისთვის. მართლა გულწრფელად ორივე მხრიდან რომ იყოს ლაპარაკი შერიგებაზე და იმაზე, რომ რეალურად საქმეზე ვიფიქროთ და ვილაპარაკოთ, იქნებოდა ძალიან კარგი. არცერთი მხარე არ არის გულწრფელი.

სააკაშვილი გამოდის, „შევრიგდებთო“, მიტინგებზე გამოსულან და „ჯოჯოხეთში უნდა ჩაგყაროთ მთელი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიო“. როდესაც გამოდიხარ და ასეთ რაღაცას ამბობ, ჯოჯოხეთში ჩაყრა შერიგებას ნიშნავს? ორივე მხარე თუ გულწრფელად დაიწყებს ლაპარაკს შერიგებაზე, ერთმანეთისკენ ნაბიჯების გადადგმას, იქნება მართლა კარგი. გულის ამრევია ის, რომ ჩვენ გარშემო ვერ ვხვდებით რა ხდება.

არ მჯერა არც ერთის და არც მეორის. არც „ოცნება“ მომწონს და არც ენმ. მჯერა ერთადერთი რაღაცის - ამ ბედკრულ ქვეყანაში, დიდი პრობლემები შედგება პატარ-პატარა პრობლემებისგან, რომლებსაც ნაბიჯ-ნაბიჯ მოგვარება და სისტემური ცვლილებები უნდა და ამის მზაობას ვერცერთი მხრიდან ვერ ვხედავ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.