პოლიტიკა

კახა კალაძე აიღებს ორჯერ მეტ ხმას, ვიდრე ნიკანორ მელია და მელია აიღებს ორჯერ მეტ ხმას, ვიდრე გიორგი გახარია - ბრინჯაოს მედლისთვის რატომ უნდა იბრძოლო ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა? - ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე - Pia.ge
1631908374
დაკოპირებულია

„კახა კალაძე აიღებს ორჯერ მეტ ხმას, ვიდრე ნიკანორ მელია და ნიკანორ მელია აიღებს ორჯერ მეტ ხმას ვიდრე გიორგი გახარია. მერობის კანდიდატი მესამე ადგილისთვის, რომ იბრძვი აპრიორი, ოლიმპიადაა თუ რა არის? ბრინჯაოს მედლისთვის რატომ უნდა იბრძოლო ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც გიორგი გახარიას თბილისის მერობის არჩევნებში მონაწილეობას გამოეხმაურა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, გიორგი გახარიას დამოუკიდებლობის ხარისხი ნულია და მისი დავალება როგორმე ნიკანორ მელიას მეორე ტურში გაყვანაა.

„ადამიანი პრაქტიკულად გაანადგურეს, კაცი იყო პრემიერ-მინისტრი და საკმაოდ მაღალი რეიტინგი ჰქონდა იმ დროისთვის, ეს რეიტინგი განადგურებული აქვს, გადააყენეს მელიას გულისთვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან, სრულიად უპერსპექტივოდ დააყენეს თბილისის მერობის კანდიდატად და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ნიკანორ მელია აიღებს კალაძეზე ორჯერ ნაკლებ ხმას და გახარია აიღებს მელიაზე ორჯერ ნაკლებ ხმას. ჩვენ შევხვდეთ 3 ოქტომბერს და დავიმახსოვროთ ეს სიტყვები - კახი კალაძე აიღებს ორჯერ მეტ ხმას, ვიდრე ნიკანორ მელია და ნიკანორ მელია აიღებს ორჯერ მეტ ხმას ვიდრე გიორგი გახარია. მერობის კანდიდატი მესამე ადგილისთვის, რომ იბრძვი აპრიორი, ოლიმპიადაა თუ რა არის? ბრინჯაოს მედლისთვის რატომ უნდა იბრძოლო ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა. ასეთ სასაცილო მდგომარეობაში ჩააყენეს ეს კაცი. როცა რაღაც თამაშში შედიხარ, ანუ რაღაც თამაში ვიღაცებს ჰგონიათ კომფორტული, არ ვიტყვი რა არის ეს თამაში და ამ დროს იმ თამაშში როგორც კი შედიხარ შენი დამოუკიდებლობის ხარისხი ხდება აბსოლუტურად ნული და სწორედ, ნული როცაა შენი დამოუკიდებლობის ხარისხი, მაშინ იბრძვი ბრინჯაოს მედლისთვის არა ოლიმპიადაზე, არამედ თბილისის მერის არჩევნებში. მისი დამოუკიდებლობის ხარისხი არის აბსოლუტურად ნული, როცა ეტყვიან, რომ უნდა მიიღოს მონაწილეობა თბილისის მერის არჩევნებში, იღებს მონაწილეობას და იბრძვის მესამე გარანტირებული ადგილისთვის.

ჩვენ არც ერთხელ არ გვითქვამს, რომ ის დავალებებს იღებს „ნაციონალური მოძრაობისგან“, ასეთი მიამიტები ჩვენ არ ვართ, არის რაღაც სხვა. არის გარკვეული მოცემულობა, რაშიც არის მოქცეული ეს კაცი და დაავალეს წინასწარ წაგებულ თამაშში შესვლა. პირველი დავალება იყო, რომ 43%-ს დაახლოებულიყო „ქართული ოცნება“, ახლა ეს 43% აღარ არსებობს, რადგან ანულირებულია შარლ მიშელის შეთანხმება, ახლა მეორე დავალება აქვს იქნებ მელია გადაიყვანოს მეორე ტურში. მისი დავალებაა, რომ რაღაცნაირად ხელი შეუწყოს რადიკალური ოპოზიციის განზრახვას ქვეყნის არევის კუთხით, მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ სააკაშვილისგან და მელიასგან ის დავალებებს არ იღებს“, - განაცხადა კობახიძემ.

PIA.GE-ს დღიური

სააკაშვილის მიმართვა, გარდაცვლილი პატიმრ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი იმ მღვდელმთავრებს მიმართავს, რომლებმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს.

1634323933

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა, მმართველი პარტია იქნება თუ სხვა პოლიტიკური პარტიები, ჩვენს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დავაყენოთ ქვეყნის, საზოგადოების და ხალხის ინტერესები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

1634323883

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი გახარიას ამომრჩეველი ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მისცემს.

1634323251

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

1634323058
თბილისის მერი კახა კალაძე
Pia.ge 2021

კახა კალაძე: მეორე ტურში კიდევ უფრო მეტი შემა...

თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტური დემოკრატიული პროცესის ნაწილია, რაშიც ტრაგედიას ვერ ხედავს. კახა კალაძემ საკუთარ მხარდამჭერებს და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ყველა პირს მოქალაქეობრივი ვალის მოხდისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მადრიდში მიმდინარე წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, საკუთარი სტენდითაა წარმოდგენილი.

დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას შეხვდ...

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას ანჟე ლოგარს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

ნიკოლოზ ყიფშიძეს მიხეილ სააკაშვილთან საპ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს ნიკოლოზ ყიფშიძეს საპატიმროში სააკაშვილთან შესვლის ნებართვა მისცეს. ინფორმაციას „მთავარი“ ავრცელებს.