მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა კალაძე: აუცილებლად მივიდეთ არჩევნებზე და ხმა მივცეთ ჩვენი ქალაქის განვითარებას, მეტ სიახლეს და უფრო თანამედროვე ქალაქს

თბილისის მერი კახა კალაძე

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დიდუბის მოსახლეობის კითხვებს პასუხობს.

ონლაინ შეხვედრას ამავე რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გივი ჩხარტიშვილიც ესწრება.

როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე დიდუბის მოსახლეობისთვის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრებენ.

„იმედი მაქვს თბილისელები კარგად ხედავენ იმ სასიკეთო ცვლილებებს, რაც ბოლო წლებში ჩვენს ქალაქში განხორციელდა, თუმცა, იმასაც კარგად ვაცნობიერებ, რომ რჩება მთელი რიგი გამოწვევები, არაერთი პრობლემა და მოსახლეობას სწორედ მათი გადაჭრის გზები და ვადები აინტერესებს, თუ რა გაკეთდება და როგორ იქნება ეს ყველაფერი მოწესრიგებული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატმა ახალი ვებგვერდის - www.Tbilisistvis.ge შესახებ ისაუბრა, სადაც ამ დროის მონაცემებით, 4 300-ზე მეტი დასრულებული და 380-მდე მიმდინარე პროექტია ატვირთული.

„დასაწყისისთვის გაგაცნობთ სიახლეს, რაც გარკვეულწილად, უპასუხებს კითხვას - რა გაკეთდა და რა კეთდება კონკრეტულად თქვენს უბანში. ამისთვის უნდა არიფოთ ვებგვერდის მისამართი - www.Tbilisistvis.ge და სრულ ინფორმაციას მიიღებთ. შეგიძლიათ, ისარგებლოთ ამ მრავალფუნქციური ვებგვერდით, სადაც ინოვაციურად არის ნაჩვენები ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაოები.

ვებგვერდის შექმნის მიზანს მოსახლეობის ინფორმირება წარმოადგენს ყველა იმ პროექტზე, რომელიც თბილისში უკვე განხორციელდა ან მიმდინარე პროცესშია. ამჟამად, ვებგვერდზე წარმოდგენილია 4 300-ზე მეტი დასრულებული და 380-მდე მიმდინარე პროექტი“ - განაცხადა დედაქალაქის მერობის კანდიადტა.

კახა კალაძემ იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნულ ვეგბვერდს კიდევ არაერთი პროექტი შეემატება, რაც მოქალაქეების ცხოვრებას სასიკეთოდ შეცვლის.

„იმედი მაქვს, ამ საიტს კიდევ უამრავი პროექტი შეემატება, რაც სასიკეთოდ შეცვლის თბილისს და გააუმჯობესებს თბილისელების ცხოვრებას. ამისთვის კი საჭიროა, აუცილებლად მივიდეთ არჩევნებზე და ხმა მივცეთ ჩვენი ქალაქის განვითარებას, მეტ სიახლეს თბილისში, მეტ სიცოცხლეს ყველა უბანში და უფრო თანამედროვე ქალაქს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.