პოლიტიკა

კახა კალაძე დიდუბის მოსახლეობას: გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ გივი ჩხარტიშვილს იმისთვის, რომ ერთად განვახორციელოთ თქვენი რაიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტები

თბილისის მერი კახა კალაძე
1632685063
დაკოპირებულია

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სოციალური ქსელის ვიდეოჩართვაში დიდუბის რაიონის მოსახლეობას მათი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გივი ჩხარტიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, გამარჯვების შემთხვევაში გივი ჩხარტიშვილი რაიონის სასიკეთოდ არაერთი ცვლილების განხორციელებას შეძლებს.

„მინდა, დიდუბის რაიონის მოსახლეობას მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. გულწრფელად გეუბნებით, რომ თქვენს მხარდაჭერას უკან კარგი საქმეებით და მასშტაბური პროექტებით დაგიბრუნებთ. მზად ვართ, ვიყოთ თქვენს და ქალაქის სამსახურში. არ დავიღლებით მუშაობით. ამ პროცესში მნიშვნელოვანია გივის მსგავსი ადამიანების ყოლა დედაქალაქის საკრებულოში.

მნიშვნელოვანია, საკრებულოში წარმოდგენილი ვიყოთ უმრავლესობით, რომ შევძლოთ სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება. ასევე, შევძლოთ ბიუჯეტის დამტკიცება და ყველა იმ პროექტის განხორციელება, რომელზეც ვსაუბრობთ. აქედან გამომდინარე, მინდა, გთხოვოთ, გივი ჩხარტიშვილის მხარდაჭერა, იმისთვის, რომ ერთად განვახორციელოთ ის სასიკეთო და მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, მისი ყველა რაიონისთვის“- განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

გივი ჩხარტიშვილმა დიდუბის რაიონის მოსახლეობას აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა და ამასთან, იმედი გამოთქვა, რომ მოსახლეობა 2 ოქტომბერს სწორ არჩევანს გააკეთებს.

„თქვენი თანადგომის იმედი გვაქვს და დარწმუნებული ვარ, 2 ოქტომბერს სწორ არჩევანს გავაკეთებთ უკეთესი თბილისისთვის და იმ პროექტების განსახორციელებლად, რომელიც ჩვენს გუნდს აქვს წარმოდგენილი“, - განაცხადა დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

PIA.GE-ს დღიური

სააკაშვილის მიმართვა, გარდაცვლილი პატიმრ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი იმ მღვდელმთავრებს მიმართავს, რომლებმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს.

1634323933

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა, მმართველი პარტია იქნება თუ სხვა პოლიტიკური პარტიები, ჩვენს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დავაყენოთ ქვეყნის, საზოგადოების და ხალხის ინტერესები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

1634323883

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი გახარიას ამომრჩეველი ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მისცემს.

1634323251

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

1634323058
თბილისის მერი კახა კალაძე
Pia.ge 2021

კახა კალაძე: მეორე ტურში კიდევ უფრო მეტი შემა...

თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტური დემოკრატიული პროცესის ნაწილია, რაშიც ტრაგედიას ვერ ხედავს. კახა კალაძემ საკუთარ მხარდამჭერებს და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ყველა პირს მოქალაქეობრივი ვალის მოხდისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მადრიდში მიმდინარე წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, საკუთარი სტენდითაა წარმოდგენილი.

დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას შეხვდ...

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას ანჟე ლოგარს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

ნიკოლოზ ყიფშიძეს მიხეილ სააკაშვილთან საპ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს ნიკოლოზ ყიფშიძეს საპატიმროში სააკაშვილთან შესვლის ნებართვა მისცეს. ინფორმაციას „მთავარი“ ავრცელებს.