პოლიტიკა

კახა კალაძე: ელიავას ბაზრობას მოვაწესრიგებთ ისე, რომ ყველას ინტერესი მაქსიმალურად იქნება დაცული

თბილისის მერობის
კანდიდატი
1632683118
დაკოპირებულია

ელიავას ბაზრობას მოვაწესრიგებთ ისე, რომ ყველას ინტერესი მაქსიმალურად იქნება დაცული - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ფეისბუკ - ლაივის დროს განაცხადა.

კალაძემ მოქალაქეების კითხვებს დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გივი ჩხარტიშვილთან ერთად უპასუხა.

„ეს სივრცე დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ამ ფორმით მუშაობის ასე გაგრძელება მიუღებელია როგორც იქ მომუშავე ადამიანებისთვის, ისე ირგვლივ მცხოვრებთათვის და ზოგადად, ქალაქისთვის. ჩვენ დაწყებული გვაქვს მოლაპარაკებები ამ ტერიტორიის მფლობელებთან, რათა შევიმუშაოთ, თანამედროვე, განვითარებული ქვეყნების მსგავსი განაშენიანების რეგულირების გეგმა, სადაც ადამიანებს ექნებათ საშუალება, ნორმალურად გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა. ასევე, მოწესრიგებული იქნება ირგვლივ ყველაფერი. დღეს იქ არის გაუსაძლისი პირობები - ღია სივრცეში ხდება საშენი მასალების ტრანსპორტირება, ავტომობილების დაშლა, ამიტომ გვინდა, ეს ყველაფერი მოვაწესრიგოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, ტერიტორიის მფლობელებთან თანამშრომლობა კარგად მიმდინარეობს, რისთვისაც მათ მადლობა გადაუხადა.

ამასთან, დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გივი ჩხარტიშვილის თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან და მათ მიეწოდათ ინფორმაცია მერიის ხედვასთან დაკავშირებით.

ჩხარტიშვილის განცხადებით, ელიავას ბაზრობასა და მიმდებარე ტერიტორიაზე დღესდღეობით არსებული მდგომარეობა ყველასთვის მიუღებელია.

PIA.GE-ს დღიური

სააკაშვილის მიმართვა, გარდაცვლილი პატიმრ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი იმ მღვდელმთავრებს მიმართავს, რომლებმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს.

1634323933

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა, მმართველი პარტია იქნება თუ სხვა პოლიტიკური პარტიები, ჩვენს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დავაყენოთ ქვეყნის, საზოგადოების და ხალხის ინტერესები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

1634323883

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი გახარიას ამომრჩეველი ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მისცემს.

1634323251

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

1634323058
თბილისის მერი კახა კალაძე
Pia.ge 2021

კახა კალაძე: მეორე ტურში კიდევ უფრო მეტი შემა...

თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტური დემოკრატიული პროცესის ნაწილია, რაშიც ტრაგედიას ვერ ხედავს. კახა კალაძემ საკუთარ მხარდამჭერებს და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ყველა პირს მოქალაქეობრივი ვალის მოხდისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მადრიდში მიმდინარე წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, საკუთარი სტენდითაა წარმოდგენილი.

დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას შეხვდ...

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას ანჟე ლოგარს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

ნიკოლოზ ყიფშიძეს მიხეილ სააკაშვილთან საპ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს ნიკოლოზ ყიფშიძეს საპატიმროში სააკაშვილთან შესვლის ნებართვა მისცეს. ინფორმაციას „მთავარი“ ავრცელებს.