პოლიტიკა

კახა კალაძე: თბილისის ყველა უბანში მულტიფუნქციური სივრცეები შეიქმნება

კახა კალაძე
1624642973
დაკოპირებულია

„თბილისის მასშტაბით, ყველა უბანში მულტიფუნქციური სივრცეები შეიქმნება“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, თბილისის სხვადასხვა უბანში თანაბარი ინფრასტრუქტურა მოეწყოს.

„პარკებისა და სკვერების მოწყობისას ჩვენი კონცეფცია ასეთია - ყველა სპორტული ინფრასტრუქტურა ერთ სივრცეში მოექცეს. ეს იქნება საცურაო აუზი, საკალათბურთო, საფეხბურთო მოედნები, საჭიდაო დარბაზები და სხვა. მსგავსი ადგილებით ყველა თაობის ადამიანმა უნდა ისარგებლებს. ადრე იყო ტენდენცია, რომ სპორტით მხოლოდ ახალგაზრდები ინტერესდებოდნენ. ახლა ეს დამოკიდებულება შეიცვალა. ყველა რაიონში, უბანში მულტიფუნქციური სივრცეები უნდა შეიქმნას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ დედაქალაქში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

„როდესაც საქმიანობას შევუდექით, დედაქალაქში არსებული ინფრასტრუქტურა კრიტიკას ვერ უძლებდა. ამ მხრივ ბევრი ვიმუშავეთ. 2018-2021 წლებში, თბილისში აშენდა სამი სპორტული ცენტრი, განთავსდა 400-მდე გარე გამოყენების სატრენაჟორო სივრცე, მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 500-ზე მეტ სპორტულ მოედანს. რეაბილიტირდა რვა სახელოვნებო სკოლა და შვიდი სპორტული ცენტრი; ტექნიკით და ინვენტარით აღიჭურვა ექვსი სპორტული ცენტრი“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

პრეზენტაციისას თბილისის მერის მოადგილემ მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა.

„აღსანიშნავია, რომ ორი დიდი ბიბლიოთეკის რეაბილიტაციას ვასრულებთ. ასევე, მთაწმინდის სპორტული ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ვარკეთილსა და დიდი დიღომში ორი მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი შენდება. ცოტნე დადიანის ქუჩაზე კი, სკეიტ-პარკის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება. ახლო მომავალში დაგეგმილია სოფელ დიდ ლილოში სპორტული კომპლექსის მშენებლობა. წყნეთის გზატკეცილზე ფეხბურთის დახურული, ხელოვნურსაფარიანი მოედანი აშენდება.

„მზიურში“ მდებარე ფეხბურთის მოედნის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება. ასევე, მოხდება ქალთა და შშმ პირების გუნდების/კლუბების ხელშეწყობა. ამ პროგრამის ფარგლებში, მათ შევუძენთ ეკიპირებას, ვუქირავებთ სივრცეებს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იცხოვროს“, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.

„ფაქტობრივად დიდი სივრცე
დამხვდა, რომელსაც არც
კედელი ჰქონდა და არც
არაფერი“

„ფაქტობრივად, დიდი სივრცე დამხვდა, რომელ...

რამაზ დავლაძე, რომელსაც ბათუმში კორპუსის ჩამონგრევისას ოჯახის 4 წევრი დაეღუპა, აცხადებს, რომ მან პირველ სართულზე მიმდებარე სამუშაობი პირველ ოქტომბერს მოინახულა და მუშები გააფრთხილა, მზიდი კედლებისთვის ხელი არ მოეკიდათ.

საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ოფიციალურად ამოქმედდა ე.წ. დიაგონალური კუმულაცია, რაც საშუალებას იძლევა საქართველოში თურქული ნედლეულით წარმოებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით განხორციელდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

1634390346

საქართველოს მსჯავრდადებულ ქალთა გუნდმა მსჯავრდადებულთა შორის ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, - ამის შესახებ ინფორმაცია პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

1634389968

აზერბაიჯანში მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია გაძვირდა. ამის შესახებ report.az იუწყება.

1634387462

პოლიტიკურ საკითხებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე და ამავდროულად კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა მომდევნო კვირას საქართველოს ეწვევა, - ამის შესახებ ხავიერ კოლომინა „ტვიტერზე“ წერს.

1634386499
სახელმწიფოს მხარდაჭერით
შექმნილი საწარმო „NUTSGE”
თხილის ექსპორტს
რამდენიმე ქვეყანაში
ახორციელებს

სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი საწარმო „NUT...

კომპანიამ „NUTSGE“ თხილის გადამმუშავებელი საწარმოს შესაქმნელად 2 მლნ ლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 500,000 ლარზე მეტი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია, 600,000 ლარზე მეტი კი, შეღავათიანი აგროკრედიტი. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

1634380049
ქვეყანას მძიმე ზამთარი და მეხუთე ტალღა ე...

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე და ექიმი ანი ქავთარაძე სატელევიზიო ეთერში, მეხუთე ტალღის დასაწყისზე და ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელზე საუბრობენ.

5-11 წლის ბავშვების აცრის ნებართვის მისა...

გერმანულმა კომპანია ფაიზერმა ევროპის წამლების სააგენტოს 5-11 წლის ბავშვების აცრის ნებართვის მისაღებად მიმართა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

გაწეული ღვაწლისთვის ვეტერანებს არაფერი მ...

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ვეტერანების დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.