პოლიტიკა

კახა კალაძე: ვისურვებდი ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის გაერთიანება შეგვეძლოს

თბილისის მერი
საკრებულოში
1608917200
დაკოპირებულია

„ჩემი, როგორც მერის ამოცანაა, თბილისი იყოს მწვანე, მოწესრიგებული ტრანსპორტით, უკეთესი სოციალური დაცვის მექანიზმებით, ძლიერი ეკონომიკით, მოწესრიგებული განაშენიანებით, კომფორტული და სიცოცხლით სავსე ქალაქი“, - ამის შესახებ თბილისის მერმა საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კახა კალაძემ მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან დიდი სტიმულია ადამიანების განწყობა და დამოკიდებულება.

„ძალიან ამაყი ვარ, რომ მომიწია ჩემი ქვეყანა მსოფლიო ასპარეზზე მესახელებინა. გამეტანა საქართველოს სახელი საზღვრებს გარეთ. ახლა კი, მაქვს პატივი ჩემს ქალაქსა და მოქალაქეებს ვემსახურო ჩემს გუნდთან ერთად, იმ ადამიანებთან ერთად ვინც ყოველდღიურად შრომობთ, ენერგიას არ ზოგავთ ამ ქალაქის, აქ მცხოვრები ადამიანებისთვის აკეთებთ მაქსიმუმს. ის განწყობა და დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ვგრძნობთ ყოველდღიურად თბილისელების მხრიდან, არის ძალიან დიდი სტიმული და გვაძლევს დამატებით ენერგიას, 24 საათის განმავლობაში ვემსახუროთ თბილისსა და თბილისელებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ოპოზიციის მხრიდან გადადგმული უპასუხისმგებლო ნაბიჯები, არა რომელიმე კონკრეტულ პარტიას, არამედ სახელმწიფოს აზიანებს.

„გვერდს ვერ ავუვლით იმ ვითარებას, რაც პოლიტიკურ სპექტრში არსებობს. სამწუხაროდ ეს არის დაპირისპირებაზე აგებული პოლიტიკური სპექტრი, რადიკალური ძალებით სავსე ოპოზიცია, რაც ვფიქრობ ძალიან ცუდია და ზოგადად სახელმწიფოსთვის არ არის სასარგებლო. ჩვენ გასული თვეების განმავლობაში ოპოზიციის მხრიდან მოდელირებული გაყალბების ქრონიკა ვიხილეთ და მათი მხრიდან, აბსოლუტურად უპასუხისმგებლო ნაბიჯები რომელიც ჩვენს სახელმწიფოს აზიანებს და არა რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას. ჩვენ „ქართულმა ოცნებამ“, როგორც პასუხისმგებლიანმა ძალამ განვაცხადეთ, რომ ჩვენს სასარგებლოდ 1 %-იანი ცდომილებაც, რომ ყოფილიყო დაფიქსირებული, მზად ვიყავით შემხვედრი ნაბიჯები გადაგვედგა და ოპოზიციის მოთხოვნებზე რეაგირება მოგვეხდინა, თუმცა მათი მხრიდან ისევ უარი, დესტრუქცია და შეურაცხყოფა მივიღეთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯის გადასადგმელად დღესაც მზად ვართ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ქართული ოპოზიციის გარდა ყველამ აღიარა.

„ფაქტია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ყველამ აღიარა, გარდა ქართული ოპოზიციისა. ისინი ეწინააღმდგებიან საქართველოს მოქალაქეებს, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას, ავტორიტეტულ ორგანიზაციებსა და ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორ, დასავლელ მეგობრებსა და დასავლურ ინსტიტუტებს. ეს არის ძალიან სამწუხარო ვითარება, რადგანაც ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებთან, იქნება ეს გლობალური პანდემია, რთული რეგიონალური კონტექსტი თუ სხვა საკითხები, რასთან გამკლავებაც სახელმწიფოებრივი საკითხია. დესტრუქცია და რევანშზე ორიენტირებული ნაბიჯები კი ამ ერთსულოვნებას, რა თქმა უნდა, საფრთხეს უქმნის“,- განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განცახადებით, მისი სურვილია ქართული პოლიტიკა ჰგავდეს არა ქაოსს, არამედ ქართულ პოლიფონიას და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ქვეყნის ინტერესებისთვის გაერთიანება შესაძლებელი იყოს.

„ვისურვებდი, რომ ახალი 2021 წელი ყოფილიყოს მშვიდობის, ჯანმრთელობის, ერთმანეთის სიყვარულისა და რაც მთავარია, გაერთიანების, სოლიდარობის წელი. ვისურვებდი ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის გაერთიანება შეგვძლებოდეს, მიუხედავად იმისა როგორი განსხვავებული პოზიციები და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებიც არ უნდა გვქონდეს. ქართულ კულტურაში განსხვავებულობის ერთობით საერთო ჰარმონიის შექმნის უდიდესი ტრადიცია ათასწლეულებია არსებობს.

ვისურვებდი, რომ ქართული პოლიფონიის მრავალჟამიერის მსგავსად, პოლიტიკაშიც შეგვეძლოს განსხვავებული აზრების მიუხედავად საერთო საქმის კეთება. ვისურვებდი, რომ ქართული პოლიტიკა ჰგავდეს არა ქაოსს, არამედ ქართულ პოლიფონიას. მჯერა, რომ ერთსულოვნებით, ერთიანი ძალისხმევით 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებას შევძლებთ და ძალიან მალე გავხდებით იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ძალიან ბევრია სამუშაო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„ფაქტობრივად დიდი სივრცე
დამხვდა, რომელსაც არც
კედელი ჰქონდა და არც
არაფერი“

„ფაქტობრივად, დიდი სივრცე დამხვდა, რომელ...

რამაზ დავლაძე, რომელსაც ბათუმში კორპუსის ჩამონგრევისას ოჯახის 4 წევრი დაეღუპა, აცხადებს, რომ მან პირველ სართულზე მიმდებარე სამუშაობი პირველ ოქტომბერს მოინახულა და მუშები გააფრთხილა, მზიდი კედლებისთვის ხელი არ მოეკიდათ.

საქართველოს მსჯავრდადებულ ქალთა გუნდმა მსჯავრდადებულთა შორის ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, - ამის შესახებ ინფორმაცია პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

1634389968

აზერბაიჯანში მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია გაძვირდა. ამის შესახებ report.az იუწყება.

1634387462

პოლიტიკურ საკითხებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე და ამავდროულად კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა მომდევნო კვირას საქართველოს ეწვევა, - ამის შესახებ ხავიერ კოლომინა „ტვიტერზე“ წერს.

1634386499

კომპანიამ „NUTSGE“ თხილის გადამმუშავებელი საწარმოს შესაქმნელად 2 მლნ ლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 500,000 ლარზე მეტი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია, 600,000 ლარზე მეტი კი, შეღავათიანი აგროკრედიტი. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

1634385904
თბილისის მერობის
კანდიდატი ანა დოლიძე

„პარტია ხალხისთვის“ არჩევნების მეორე ტურში მხ...

„პარტია ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე აცხადებს, რომ მეორე ტურში არცერთი პარტიის კანდიდატს არ დაუჭერს მხარს.

5-11 წლის ბავშვების აცრის ნებართვის მისა...

გერმანულმა კომპანია ფაიზერმა ევროპის წამლების სააგენტოს 5-11 წლის ბავშვების აცრის ნებართვის მისაღებად მიმართა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

გაწეული ღვაწლისთვის ვეტერანებს არაფერი მ...

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ვეტერანების დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.

ლევან ნიკოლეიშვილი: რუსთავის საპატიმროსთ...

„დღეს რუსთავის საპატიმროსთან გაწამებული, დახოცილი და განადგურებული ოჯახის წევრები იკრიბებიან, რომ თავის პროტესტი და გულისწყრომა გამოხატონ იმ სააკაშვილის მიმართ, რომელმაც შვილები, ძმები, მეუღლეები დაუხოცა. მიდიან იმისთვის, რომ კანონის აღსრულებას ელიან, მიდიან იმისთვის, რომ მიშას ფანატიკოს მხარდამჭერებს შეახსენონ (და შეარცხვინონ!) თუ რატომაა სააკაშვილი დაპატიმრებული“ - ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი დღეს, ყოფილი პოლიტპატიმრებისა და მსხვერპლთა ოჯახების წევრების ორგანიზებით, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან დაგეგმილ აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.