მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა კუჭავა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს ნატალია ვუტოვას შეხვდა Pia.ge

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს ნატალია ვუტოვას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია კახა კუჭავას ოფიციალურ ფეისბუკგვერდზეა აღნიშნული.

პარლამენტის თავმჯდომარემ და ევროპის საბჭოს ოფიციალურმა ხელმძღვანელმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე, პარლამენტის სამომავლო გეგმებსა და ამ გეგმების განხორციელების პროცესში ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე ნატალია ვუტოვამ აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს ოფისი მზადაა, საქართველოს პარლამენტს შესაბამისი მხარდაჭერა გაუწიოს.

ასევე, შეხვედრის ერთ-ერთი თემა ევროკავშირის მედიაციით მომზადებული დოკუმენტი და ამ დოკუმენტის დროული, სრულყოფილი იმპლემენტაციის მნიშვნელობა იყო.

„როგორც ევროპის საბჭოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, მათ სურვილი აქვთ რომ ჩვენ, უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ საპარლამენტო ფორმატში,“ - აღნიშნავს კახა კუჭავა.