პოლიტიკა

კახა კუჭავა გიტანას ნაუსედას შეხვდა

კახა კუჭავა გიტანას
ნაუსედას შეხვდა
1623409957
დაკოპირებულია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ორმხრივი კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მჭიდრო საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობას.

საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ამ გზაზე მიღწეული პროგრესი და გამოწვევები იყო.

მათივე ცნობით, ყურადღება გამახვილდა ჩვენს ქვეყანასა და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს შორის არსებულ თანამშრომლობასა და საქართველოს ნატოსთან თავსებადობაზე. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მომავალ ნატოს სამიტის დეკლარაციაში აისახება პროგრესი, რომელსაც საქართველომ ინტეგრაციის მიმართულებით მიაღწია.

პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური მისწრაფებების მუდმივი მხარდაჭერისათვის.

შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, ასევე საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის მძიმე პრობლემები განიხილეს. გიტანას ნაუსედამ ლიეტუვას მხრიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

იგი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან,პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან,პარლამენტის თავმჯდომარესთან კახა კუჭავასთან და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან.

„ჩვენი შვილებისა და
შვილიშვილების დაცვის
ერთადერთი შესაძლებლობაა
ოჯახის წევრების
ვაქცინაცია“

„პირებს, რომელთაც ვაქცინის პირველ დოზაზე...

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ ადამიანებს რომელთაც კორონავირუსის ვაქცინის პირველ დოზაზე ალერგიული რეაქცია ჰქონდათ, შესაძლოა, განსხვავებული ტიპის ვაქცინით აცრის შესაძლებლობა მიეცეთ.

1627587122

საქსტატის ინფორმაციით, ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 4400 სამშენებლო ნებართვა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,5%-ით მეტია.

1627630583

სომხეთის მთავრობამ, ჩატარებული ტენდერის საფუძველზე, 500 ჰექტარი მიწა BOO ხელშეკრულების პრინციპით გადასცა განახლებადი რესურსების არაბულ კომპანიას, რომელიც სომხეთის ცენტრალურ ნაწილში, თალინისა და დაშტადემის სოფლებში 200 მგვტ სიმძლავრის პირველ მზის ელექტრო სადგურს ააშენებს.

1627630490

სოციალურ მეწარმეობაზე საუბრისას ხშირად გაიჟღერებს მოსაზრება, რომ ის ქველმოქმედებას უნდა ემსახურებოდეს, თუმცა, სინამდვილეში სოციალური საწარმო ბიზნესია საზოგადოებისადმი პასუხისმგებლობით.

1627630464

„განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ხარისხიანი განათლების განვითარებას და მიწოდებას ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლებისა და მეცნიერების განვითარების ათწლიანი გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

1627630089
პრემიერმა ჯანდაცვის
სექტორის
წარმომადგენლებთან
ვაქცინაციის კიდევ უფრო
სწრაფად წარმართვისთვის
საჭირო ღონისძიებები
განიხილა

პრემიერი: მთავარი მისწრაფება, გავხდეთ ევროკავ...

„ჩვენი მთავარი მისწრაფება, გავხდეთ ევროკავშირის დიდი ოჯახის წევრი, თავშივე გულისხმობს იმას, რომ განათლების დონით უნდა მივუახლოვდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების განათლების ხარისხს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ათწლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

სამსუნგის Bespoke მაცივარი - შექმნილია შ...

საოჯახო მოწყობილობები იშვიათად გვთავაზობს განსაკუთრებულ დიზაინსა თუ ფერებს ჩვენი სამზარეულოსთვის, თუმცა სამზარეულო დამთანხმებით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ოთახია სახლში; Samsung მიზნად ისახავს შეცვალოს სტანდარტული მიდგომები Bespoke Appliance ინიციატივით.

1627626747
ჯო ბაიდენის ინიციატივით ვაქცინირებულ პირ...

პრეზიდენტ ჯო ბაიდენს აქვს კონკრეტული გეგმები, რომელიც ეყრდნობა მომავლის გამოწვევებს და საზოგადოებას მნიშვნელოვან ცვლილებას სთავაზობს. მან ხაზი გაუსვა მნიშვნელოვან ახალ ეტაპს ქვეყნის Covid 19-ის ვაქცინაციის პროგრამაში - ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ჩუღურეთის რაიონში დასასვენებელი სივრცე მ...

ჩუღურეთის რაიონში, ცოტნე დადიანის N7-ში, 1 600 კვადრატულ მეტრზე დასასვენებელი სივრცე მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.