მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა კუჭავა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

კახა კუჭავა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ივან კორჩოკს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და ამ პროცესში, მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ივან კორჩოკის განცხადებით, სლოვაკეთი საქართველოს დასავლური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერია და მზად არის, ამ გზაზე ჩვენს ქვეყანას საკუთარი გამოცდილებაც გაუზიაროს.

პარლამენტის თავმჯდომარემ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები გააცნო. ამ კონტექსტში, აღინიშნა, რომ ევროინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანია, რეფორმები, მათ შორის, სასამართლო რეფორმა წარმატებით განხორციელდეს.

საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავების პერსპექტივებს. ყურადღება გამახვილდა ეკონომიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში კავშირების გააქტიურებაზე.

ივან კორჩოკმა კახა კუჭავას სლოვაკეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა.