მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა კუკავა: არასოდეს მომიწევია მარიხუანა, მით უფრო, იაგო ხვიჩიასთან ერთად

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა აცხადებს, რომ მას მარიხუანა არასდროს მოუწევია, მით უფრო, იაგო ხვიჩიასთან ერთად.

„არასოდეს არ მომიწევია მარიხუანა, მით უფრო, იაგო ხვიჩიასთან ერთად. მის ყველა განცხადებას ხომ არ გამოვეხმაურები, დილითაც არასწორად გამოიტანა შიგნიდან ინფორმაცია და გამოვეხმაურე ჩემი ფეისბუქის მეშვეობით. ცუდია, რომ ადამიანებს ასეთი განცხადებების გაკეთება უწევთ, მაგრამ კარგია, რომ „გირჩი" უკვე ხელისუფლების ბანაკშია და არა ოპოზიციის, ვფიქრობ, რომ ოპოზიცია ამით მხოლოდ გაძლიერდება.“ - აცხადებს იგი.

კუკავას თქმით, „გირჩის“ წარმომადგენლები საბოლოოდ მაინც შევლენ პარლამენტში.

„ისინი შემდგარი არიან ელისაშვილის გზაზე. გასაგებია, რომ მათი ბოლო პარლამენტშია და ეს პროცესი დიდხანს არ გაიწელება.“ - აღნიშნავს იგი.

მისი თქმით, მესიჯი, რომ ყველა, ვინც პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს და ხელისუფლებას უპირისპირდება, მიხეილ სააკაშვილის თამაშს თამაშობს, კობახიძეს და მდინარაძეს ეკუთვნის.

„ისინი უკვე სახელისუფლებო ბანაკში არიან, ამაში ჩვენ არ ვერევით, უბრალოდ ვთხოვთ, რომ იარონ კობახიძე-მდინარაძესთან თათბირებზე და და ჩვენს შეკრებებზე რაიმე დისონანსის მოსაწყობად ნუღარ გამოცხადდებიან,"-განაცხადა კახა კუკავამ.

ინფორმაციისთვის, პარტია „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩიამ დღეს განაცხადა, რომ მას კახა კუკავასთან ერთად მარიხუანა აქვს მიღებული.

აგრეთვე იხილეთ:

„დღეს ორივე დაბოლილი იყო მოსული“ - კახა კუკავა იაგო ხვიჩიასა და ვახტანგ მეგრელიშვილზე