მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კალაძე - 41%, მელია - 36%, გახარია - 13% - IPSOS-ის კვლევა

თბილისის მერი კახა კალაძე, „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი გიორგი გახარია, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია

IPSOS-ის კვლევების მიხედვით, ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს თბილისის მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, შედეგები პროცენტულად შემდეგნაირად გადანაწილდა.

👉 კახი კალაძე - 41%

👉 ნიკა მელია - 36%

👉 გიორგი გახარია - 13%

👉 ანა დოლიძე - 4%

👉ანა ბიბილაშვილი - 2%

👉 დანარჩენი კანდიდატები - 4%

IPSOS-ის კვლევა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დაკვეთით ჩატარდა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, IPSOS-ის კვლევის შედეგები, თბილისის მასშტაბით ჩატარდა.

არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული 1500 რესპოდენტი გამოიკითხა.