მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კანონი უზენაესია და უნდა აღსრულდეს“ - სერგეენკო ნიკა მელიაზე

დავით სერგეენკო მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ცერემონიაზე ჟურნალისტებთან, 20 ივლისი 2020 წ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენო „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის ნიკა მელიასთვის საპარლამენტო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს გამოეხმაურა. 

სერგეენკო ამბობს, რომ მელიას იმუნიტეტი შეუჩერდება.

„იმუნიტეტი იქნება შეჩერებული. რამ მიგვიყვანა აქამდე? რა თქმა უნდა მიგვიყვანა რამდენიმე ფაქტმა. პირველი ის, რომ კანონი უნდა იყოს დაცული ნებისმიერ შემთხვევაში თუნდაც ადამიანი თვლიდეს, რომ მისდამი კონკრეტულად იყო გადაწყვეტილება მიღებული.

კანონი უზენაესია და უნდა აღსრულდეს. მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ გადაწყვეტილება იქნება პირველ რიგში ბატონ ნიკა მელიასგან კანონმორჩილი და შესაბამისი ნაბიჯები იქნება გადადგმული“, - აცხადებს დავით სერგეენკო.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას დაკისრებული გირაოს თანხის, 70 000 ლარის, გადაუხდელობის გამო პატიმრობა ემუქრება.

გენერალურმა პროკურატურამ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შესახებ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით, პარლამენტს თანხმობისთვის უკვე მიმართა.

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტი 16 თებერვალს იმსჯელებს.

იხილეთ აგრეთვე:

✔️ „ნიკა მელიამ სცადა თავისი თავისგან გმირი გამოეძერწა“ - დაჩი ბერაია

✔️ პარლამენტში დღეს ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებენ